23 თებ - 16 მარ
შესყიდვების ოფიცერი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: შესყიდვები შესყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    შესყიდვები შესყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების ოფიცერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი

პოზიციის მიზანი
კრედო ბანკის ყველა სერვისცენტრის ადმინისტრაციული მხარდაჭერა და შესყიდვების მენეჯმენტი.

სამუშაო აღწერილობა:
  • შესყიდვების ადმინისტრაციული ამოცანების მართვა და უზრუნველყოფა;
  • ბაზრის კვლევა და პოტენციური მომწოდებლების მოძიება;
  • ტენდერების და ფასთა კვოტირებების ჩატარება;
  • მოლაპარაკებების წარმოება მომწოდებლებთან;
  • ცენტრალიზებულ შესყიდვებზე შეკვეთების კოორდინირება და მომწოდებლებთან განთავსება;
  • მომწოდებლების მონიტორინგი-კონტრაქტის პირობების კონტროლი(ფასები, მიწოდების ვადები)
  • შესყიდვების ისტორიული მონაცემების ანალიზი და რეპორტების წარმოება;
  • კონტრაქტების გაფორმება და ვადების მართვა;
  • ანგარიშსწორება მომწოდებლებთან;

ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სარემონტო და სამეურნეო-ტექნიკური სამუშაოების შესყიდვების მიმართლებით ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (MS Office);
  • კარგი ორგანიზებისა და კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • სწრაფად, ადვილად ათვისებისა და ადაპტაციის უნარი;
  • გუნდურობა, მოტივირებულობა;
  • ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.

განცხადების მიღების ვადა: 16 მარტი, 2025 წელი.
შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!

#გახდიკრედოელი
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები