შემდეგი
21 თებ - 23 მარ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ინგლისური,რუსული
- მართვის მოწმობა: B კატეგორია
- საკუთარი ტრანსპორტი:კი მსუბუქი ავტომობილი)
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
- სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას;
- კვებას;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბრენდის ცნობადობისა და პროდუქციის გაყიდვების ზრდისთვის წლიური/კვარტალური online/offline მარკეტინგული აქტივობების გეგმების მომზადება, ბიუჯეტირება, მართვა და ანალიზი;
- ბაზრის და გაყიდვების ანალიზის საფუძველზე სტრატეგიის შემუშავება, ზუსტი შეკვეთების და ოპტიმალური შესყიდვების განხორციელება;
- გეგმების შესრულების უზრუნველყოფა შესყიდვებისა და მარკეტინგის გუნდის კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობით;
- ბაზრის, ინდუსტრიისა და მომხმარებელთა ქცევის მიმდინარე ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი ბრენდების კონკურენტული იმიჯის შესანარჩუნებლად, შესაბამისი რეკომენდაციებისა და პროექტების დროული ინიცირება და მართვა;
- ბრენდების მარკეტინგული მასალების მოძიება, კომუნიკაცია ოფიციალურ წარმომადგელობასთან;
- ბრენდისათვის საჭირო სარეკლამო მასალების მომზადების უზრუნველყოფა;
- კამპანიების, ტრენიგების, ივენთების, ღონისძიებების, აქციების მოწყობა / ჩართულობა;
- პერიოდული რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება: ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით;
- მსგავს სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
- შესყიდვების და გაყიდვების პროცესების ცოდნა;
- MS Office 365;
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.
პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებული;
- პასუხისმგებლიანი;
- ინიციატივიანი და განვითარებაზე ორიენტირებული;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- მათემატიკური და ანალიტიკური უნარები.
აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს მართვის მოწმობა - კატეგორია „B” და საკუთარი ავტომობილი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ მარტივი გამოხმარების “ ღილაკის საშუალებით.
გისურვებთ წარმატებას!
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები