23 თებ - 25 მარ
ხარჯთამღრიცხველი
თბილისი, ვაკე
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები ხარჯთაღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა სამშენებლო მასალები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,კორპორატიული მობილური პაკეტი

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: 1-დან 5 წლამდე
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • საგანმანათლებლო პროგრამები: მშენებლობა
  • ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
შპს "არალი" დაარსდა 2004 წელს. კომპანია დაარსების დღიდან ოპერირებს საგზაო და სამოქალაქო მშენებლობის მიმართულებით. ჯამურად დასრულებული 100-ზე მეტი და ამჟამად მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარე 25 სამშენებლო პროექტით, შპს "არალი" ინფრასტრუქტურული ბაზრის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც ასევე წარმატებით თანამშრომლობს სხვადასხვა დარგის უმსხვილეს კომპანიებთან.

შპს არალი აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის თანამდებობაზე

მოვალეობები:
  • პროექტის ნახაზების საფუძველზე მასალათა სპეციფიკაციების შემოწმება და განსაზღვრა;
  • შესრულებული სამუშაოების მოცულობის და მასალების რაოდენობის განსაზღვრა;
  • სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისობის (ფასი, მოცულობა და ა.შ.) დადგენა, ანალიზი;
  • აქტიური ჩართულობა პროექტის ბიუჯეტის შემუშავების პროცესში;
  • პროექტში ჩართული მხარეებისგან - არქიტექტორებისგან/ ინჟინრებისგან პროექტთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციის მოთხოვნა, განმარტებით შეხვედრებზე დასწრება;
  • გახარჯული მასალების ჩამოწერა;
  • ფორმა 2 -ების შედგენა, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე;
  • პროექტის მენეჯერთან შეთანხმებით, თითოეული ეტაპის მიმდინარეობის შესახებ ყოველთვიური ანგარიშის და გეგმა-გრაფიკების მომზადება;
  • დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების და დამუშავებული პროექტების საფუძველზე ობიექტის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის შედგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება: უმაღლესი

ცოდნა და უნარები:
  • ქართული (გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია);
  • კომპიუტერული პროგრამები: MS Excel;
  • სიზუსტე - ყურადღება დეტალების მიმართ;
  • შრომისმოყვარეობა - მოტივირებულობა;
  • პასუხისმგებლობა - შედეგზე ორიენტირება;
  • დროის, პრიორიტეტების ეფექტიანად განაწილების უნარი - მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა;
  • ნდობა და პატივისცემა კოლეგების მიმართ - გუნდურობა;
  • პროცესების სრულყოფისკენ სწრაფვა.

შერჩევის ეტაპები:
  • რეზიუმეების გადარჩევა;
  • ინდივიდუალური გასაუბრება.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ფალიაშვილის 67

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV გამოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე HR@araligroup.ge
ბუღალტერია / ფინანსები
ხარჯთაღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები