20 თებ - 03 მარ
სტანდარტი
მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი/კონტაქტ-ცენტრის გუნდში
თბილისი, ჩუღურეთი, ზაარბრიუკენის მოედ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • ენები: ქართული
სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის (კონტაქტ-ცენტრის გუნდში) პოზიციაზე

სილქ ბანკის მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც სტაბილური ფინანსური ინსტიტუტისა, გვაძლევს საშუალებას რომ ჩვენი ბანკის თითოეულ მომხმარებელს შევთავაზოთ განსაკუთრებული მომსახურება, რომელიც საშუალებას მისცემს მას უფრო წარმატებული გახადოს საკუთარი საქმიანობა. სილქ ბანკის ხელშეწყობით, ბოლო წლების მანძილზე, შეიქმნა არაერთი ცნობილი ქართული ბრენდი, გაფართოვდა სხვადასხვა ადგილობრივი ბიზნესი.

შემოგვიერთდი, როგორც მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი და გახდი ჩვენი დინამიური გუნდის ნაწილი!

ეს პოზიცია შენთვისაა იმ შემთხვევაში, თუ:
  • გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მათი დახმარება.
  • ხარ განვითარებაზე ორიენტირებული და მოგწონს დინამიურ გარემოში მუშაობა;
  • სასურველია გქონდეს მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ხარ ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი.
  • სასურველია დამატებით ფლობდე უცხო ენებს სასაუბრო დონეზე;
  • საბაზისო დონეზე ფლობ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს.

ძირითადი ფუნქციები:
  • ბანკში დადგენილი მომსახურების წესებისა და სტანდარტების დაცვა;
  • კლიენტის საჭირო ინფორმაციით სრულად უზრუნველყოფა, როგორც წერილობით,ასევე, სატელეფონო მომსახურებისას.
  • მომხმარებლების გადამისამართება საჭიროების შესაბამისად.
  • სატელეფონო გამოკითხვებში მონაწილეობის მიღება;
  • მომხმარებლის შენიშვნების დაფიქსირება მათი შემდგომი გათვალისწინების მიზნით;
  • ბანკის დისტანციური არხებით შემოსული საკითხების მომსახურება;
  • არსებული პროდუქტების სრულყოფილად შესწავლა, მომხმარებლისთვის სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საბანკო პროდუქტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

დამატებითი ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემო.
  • შეთანხმების საფუძველზე (კვირაში რამდენიმე დღე) შესაძლებელია ჰიბრიდულად მუშაობა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი# 2

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.მისამართზე: hr@silkbank.ge;
წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 3 მარტი

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/8FVOq8jc

საბანკო
მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია
ნახვები
უნიკალური ნახვები