20 თებ - 22 მარ
სტანდარტი
მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი/კონტაქტ-ცენტრის გუნდში - ჩათი
თბილისი, ჩუღურეთი, ზაარბრიუკენის მოედ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • ენები: ქართული
სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის (კონტაქტ-ცენტრის გუნდში) - ჩათი პოზიციაზე .
სილქ ბანკის მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც სტაბილური ფინანსური ინსტიტუტისა, გვაძლევს საშუალებას რომ ჩვენი ბანკის თითოეულ მომხმარებელს შევთავაზოთ განსაკუთრებული მომსახურება, რომელიც საშუალებას მისცემს მას უფრო წარმატებული გახადოს საკუთარი საქმიანობა.
სილქ ბანკის ხელშეწყობით, ბოლო წლების მანძილზე, შეიქმნა არაერთი ცნობილი ქართული ბრენდი, გაფართოვდა სხვადასხვა ადგილობრივი ბიზნესი.
ჩვენი ბანკის ნებისმიერი მომხმარებელი, მიუხედავად მისი ფინანსური აქტივობისა, ყოველთვის იღებს განსხვავებულ პროდუქტებს, კომფორტულ მომსახურებას, მაღალ საპროცენტო სარგებელს, კომპანიისა თუ პირადი ფინანსური კეთილდღეობის შესაძლებლობას.

შემოგვიერთდი, როგორც მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი და გახდი ჩვენი დინამიური გუნდის ნაწილი!

ეს პოზიცია შენთვისაა იმ შემთხვევაში, თუ:
  • გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მათი დახმარება.
  • ხარ განვითარებაზე ორიენტირებული და მოგწონს დინამიურ გარემოში მუშაობა;
  • სასურველია გქონდეს მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ხარ ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი.
  • სასურველია დამატებით ფლობდე უცხო ენებს სასაუბრო დონეზე;
  • საბაზისო დონეზე ფლობ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს.

ძირითადი ფუნქციები:
  • ბანკში დადგენილი მომსახურების წესებისა და სტანდარტების დაცვა;
  • კლიენტის საჭირო ინფორმაციით სრულად უზრუნველყოფა ციფრულ საკომუნიკაციო არხებში (FB messenger, Instagram, Fb comments, Support chat.. )
  • მომხმარებლების გადამისამართება საჭიროების შესაბამისად.
  • მომხმარებლის შენიშვნების დაფიქსირება მათი შემდგომი გათვალისწინების მიზნით;
  • ბანკის დისტანციური არხებით შემოსული საკითხების მომსახურება;
  • არსებული პროდუქტების სრულყოფილად შესწავლა, მომხმარებლისთვის სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საბანკო პროდუქტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად


დამატებითი ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემო.
  • შეთანხმების საფუძველზე (კვირაში რამდენიმე დღე) შესაძლებელია ჰიბრიდულად მუშაობა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი# 2

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.მისამართზე: hr@silkbank.ge; წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, სს „სილქ ბანკი“ (ს/ნ 201955027; მის.: თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი N2; ტელ: 995 322 242 242; ელ. ფოსტა: ) ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების (როგორიცაა სამუშაო გამოცდილება, განათლება, პროფესიული აქტივობები/მიღწევები, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია) დამუშავებას (მათი მიღების, გამოყენების, ანალიზის, გაზიარების, განხილვის, შენახვის თუ წაშლა/განადგურების ფორმით) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად.
მონაცემები მუშავდება ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმების (შერჩევის პროცესის დასრულების) ვადით და შემდგომ იშლება/ნადგურდება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა. ინფორმაცია შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნითაც, მონაცემების მიღებიდან 1 (ერთი) წლის ვადით. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, ბანკის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.
აქვე გაცნობებთ, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გარანტირებული თქვენი უფლებები დაცულია. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს უარი განაცხადოთ თქვენ მიერ გაცემულ თანხმობაზე, რაც გულისხმობს თანხმობის უკან გამოხმობის შესაძლებლობას ყოველგვარი უარყოფითი შედეგების გარეშე. ამავდროულად, თანხმობის გამოხმობისას შეწყდება თქვენი მონაცემების დამუშავება, თქვენი განცხადების განხილვა, შესაბამისად გამოეთიშებით (სხვა ვაკანსიაზე განხილვის მიზნით თქვენი მონაცემების შემდგომ დამუშავებაზე გაცემული თანხმობის გამოხმობის შემთხვევაში, ჩვეულებრივ გააგრძლებთ კონკურსში მონწილეობას) წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში შესარჩევ კონკურსს. თანხმობის გამოხმობის მიზნით გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ზემოაღნიშნულ საკონტაქტო მონაცემებზე.
ბანკის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის გაცნობა შეგიძლიათ აქ (კონფიდენციალურობის პოლიტიკა).

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/JZoqJP3
საბანკო
მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია
ნახვები
უნიკალური ნახვები