20 თებ - 21 მარ
კატეგორიის შესყიდვების უმცროსი სპეციალისტი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: შესყიდვები შესყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,რუსული
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის შესყიდვების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე გათბობის კატეგორიაში, თბილისში.
მე, ნინო ჭანტურიძე, კატეგორიის მენეჯერი, ვმუშაობ გორგიაში 2021 წლიდან. ვაცხადებ ვაკანსიას შესყიდვების დეპარტამენტში კატეგორიის შესყიდვების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე. კანდიდატს შევასწავლი მარაგების ეფექტიან კონტროლს საწყობებსა და მარკეტებში, დეფიციტური და ჭარბი ნაშთების ანალიზს; მინიმალური და მაქსიმალური ნაშთების სწორად განსაზღვრასა და პროგრამულად გაწერას; შეკვეთების სრულ ციკლს - მომწოდებელთან კომუნიკაციიდან პროდუქციის მიღებამდე; ძნელადრეალიზებადი პროდუქციის მონიტორინგსა და რეპორტინგს; ERP შესყიდვების მართვის სისტემაში მუშაობას. დავეხმარები განავითაროს შემდეგი უნარები: ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება (ნაშთების, დეფიციტისა და ჭარბი მარაგების ანალიზი); პროცესების მართვა და პრიორიტეტიზაცია ყოველდღიურ ოპერაციულ გარემოში; პროგრამულ სისტემებში ეფექტიანი მუშაობა და ზუსტი დოკუმენტირება; კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარები; დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას;
  • კვებას;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • საწყობებში და მარკეტებში არსებული პროდუქციის მარაგების კონტროლი; მინიმალური მაქსიმალური ნაშთების პერიოდული განახლება და პროგრამულად გაწერა;
  • პროდუქციის დეფიციტური და ჭარბი ნაშთების განსაზღვრა და შესყიდვების მენეჯერთან ანგარიშის დაფიქსირება;
  • მომწოდებელთან შეკვეთის, მოწოდების, კომპანიის საწყობში ან მომხმარებელთან მიწოდების, პროდუქციის უკან დაბრუნების და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და პროგრამულად გაწერის განხორციელების უზრუნველყოფა, კომპანიის მიერ შემუშავებული და დანერგილი სტანდარტის დაცვის შესაბამისად;
  • შეკვეთების პროგრამული დარეგისტრირება;
  • შესყიდვების მენეჯერის მიერ დაგემილი ძნელადრეალიზებადი პროდუქციის ქმედებების მონიტორინგი-რეპორტინგი;
  • დატვირთვის დეტალების შეთანხმება ლოჯისტიკის განყოფილებასთან;
  • ნაშთების მონიტორინგი და გადაადგილებების მიწოდება სხვადასხვა რეგიონის ოპერატორებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ფინანსების ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • სასურველია შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა;
  • Microsoft Office 365, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • მოლაპარაკების და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
გისურვებთ წარმატებებს!
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები