შემდეგი
19 თებ - 01 მარ
ადამიანური რესურსების მართვის მთავარი სპეციალისტი
თბილისი, დიღმის მასივი, ბოხუას ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@gudushauri.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადამიანური რესურსები
HR ადმინისტრაცია - ინდუსტრია / სფერო: განათლება
უმაღლესი განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ადამიანური რესურსები
HR ადმინისტრაცია - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):განათლება
უმაღლესი განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
შპს ,,აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე „ადამიანური რესურსების მართვის (HR) მთავარი სპეციალისტი"
სამუშაო განრიგი - სრული განაკვეთი:
ორშაბათი - პარასკევი 09:30 - 18:30 სთ.
შაბათი - კვირა - დასვენების დღეები
ფუნქცია - მოვალეობები:
- თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა, მართვა, შენახვა;
- მონაცემთა ბაზების წარმოება კლინიკის შიდა პროგრამაში, მათი პერიოდული განახლება;
- შრომითი ხელშეკრულებების მომზადება, რეესტრების წარმოება და პერიოდული განახლება;
- ბრძანებების
(საკადრო, საშვებულებო, საორგანიზაციო) გაფორმება;
- თანამშრომელთა დოკუმენტაციის დაარქივება, აღრიცხვა, პერიოდული განახლება;
- სამუშაო დროის (ტაბელის) აღრიცხვის ადმინისტრირება და ჯანდაცვის მიერ მოწოდებული მინმალური საათობრივი ანაზღაურების სისტემაში სრული ინფორმაციის შეყვანა განსაზღვრულ დროში;
- ჯანდაცვის მიერ მოწოდებული იმიგრაციის ანგარიშგების სისტემაში ინფორმაციის დროული ასახვა ცენტრში მომუშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ;
- კადრების აყვანასთან დაკავშირებული ვაკანსიების გამოცხადება hr.ge-ზე და მათი პერიოდული განახლება. შემოსული აპლიკაციების გადარჩევა/დაჯგუფება, გასაუბრების დაგეგმვა;
- დროული რეაგირება თანამშრომელთა საჭიროებებზე და შეკითხვებზე;
- ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება
აუცილებელი მოთხოვნა :
- უმაღლესი განათლება (სასურველია ფსიქოლოგიის, ჯანდაცვის მენეჯმენტის ან იურიდიული მიმართულებით)
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- სასურველია ინგლისური / რუსული ენის ცოდნა
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@gudushauri.ge ან info@gudushauri.ge
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ადამიანური რესურსების მართვის (HR) მთავარი სპეციალისტი"
ადამიანური რესურსები
HR ადმინისტრაცია
ნახვები
უნიკალური ნახვები