შემდეგი
18 თებ - 01 მარ
ფინანსური მენეჯერის სტაჟიორი საფინანსო-ეკონომიკურ დეპარტამენტში
თბილისი, დიღმის მასივი, ბოხუას ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@gudushauri.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური ანალიზი, სხვა, ეკონომიკა - ინდუსტრია / სფერო: განათლება
უმაღლესი განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: სტაჟირება შემდგომი დასაქმების პერსპექტივით
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, სხვა
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ქართული,ინგლისური
შპს აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის სტაჟიორის პოზიციაზე, საფინანსო-ეკონომიკურ დეპარტამენტში (დასაქმების პერსპექტივით).
მისამართი: ნოდარ ბოხუას ქ. №12/ლუბლიანას ქ. №66
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:00
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სტაციონარულ პაციენტებზე დაფინანსების წყაროების გარკვევა
- სახელმწიფო პროგრამებით მოსარგებლე პაციენტების მომსახურება, ფინანსური დოკუმენტაციების დროული და ხარისხიანი მომზადება და სპეციალისტთან წარდგენა
- სტაციონარულ პაციენტთა ხარჯის კალკულაცია ისტორიის შესაბამისად და ანგარიშების მომზადება
- სტაციონარულ პაციენტთა გაწერასთან დაკავშირებით ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება და გაწერის დადასტურება
- ორგანიზაციის შიგნით თანამშრომლებთან საჭირო კომუნიკაციების აწყობა ინფორმაციის გაცვლის მიზნით
- დღის განმავლობაში სახელმწიფო პროგრამით შემოსული პაციენტების შესახებ ინფორმაციის რამდენჯერმე მოკითხვა
- ისეთი შემთხვევებში, როდესაც პაციენტი გადახდისუუნაროა ან უარს აცხადებს გადახდაზე, მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების უფროსის ჩაყენება საქმის კურსში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სტუდენტი ან უმაღლესი განათლება
- ინგლისური ენის ცოდნა (სავალდებულო)
პიროვნული თვისებები და უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე hr@gudushauri.ge და სათაურის (subject), ან ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური ანალიზი,
სხვა,
ეკონომიკა
ნახვები
უნიკალური ნახვები