12 თებ - 13 მარ
ფინანსური ანალიტიკოსი
თბილისი, საბურთალო, სააკაძის დაღმართი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები ფინანსური ანალიზი
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა ფარმაცევტული პროდუქტები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: 1-დან 2 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    ბუღალტერია / ფინანსები ფინანსური ანალიზი
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    ჯანდაცვა ფარმაცევტული პროდუქტები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,რუსული
შპს "ონიქს კორპორეიშენი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ფინანსური ანალიტიკოსი, ქალაქი - თბილისი.

"ონიქს კორპორეშენი" არის ფარმაცევტული წარმოების კომპანია. კომპანია ორიენტირებულია ხარისხზე, სტაბილურ განვითარებასა და ეფექტურ შიდა პროცესებზე, რაც უზრუნველყოფს სანდოობას როგორც პარტნიორებთან, ისე მომხმარებლებთან ურთიერთობაში.

ადგილმდებარეობა: თბილისი, გ.სააკაძის დაღმართი №6

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ფინანსური უწყისების მომზადება IFRS სტანდარტის მიხედვით;
  • საბიუჯეტო და სტრატეგიული ფინანსური გეგმების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
  • ფინანსური მდგომარეობის მუდმივი ანალიზი და შედარება ბიუჯეტთან;
  • ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშის მოკლევადიანი პროგნოზის შექმნა და კონტროლი;
  • ხარჯების აღრიცხვის კონტროლი და ანგარიშგება;
  • მარაგების ბრუნვადობის, შესყიდვების ციკლის ანალიზი და კონტროლი;
  • ძირითადი ფინანსური კოეფიციენტების ანალიზი;
  • დებიტორული და კრედიტორული ანგარიშების კონტროლი;
  • ფინანსური მოდელირება და დეტალური გათვლები;
  • ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • სხვადასხვა ტიპის რეპორტების მომზადება;
  • ზუსტი და დროული რეპორტების წარდგენის უზრუნველყოფა;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე ან ფინანსური მიმართულებით მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია IFRS სტანდარტების ცოდნა;
  • MS Office, Excel მაღალ დონეზე ცოდნა.
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (სავალდებულოა);

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • დროის მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართებზე: hr@onycxorporation.ge სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.
ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური ანალიზი
ნახვები
უნიკალური ნახვები