17 თებ - 18 მარ
ხარისხის მართვისა და ლაბორატორიის სტაჟიორი
თბილისი
მარნეულის მუნიციპალიტეტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ხარისხის კონტროლი
  • ინდუსტრია / სფერო: წარმოება განახლებადი ენერგიები და გარემო
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ხარისხის კონტროლი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    წარმოება განახლებადი ენერგიები და გარემო
  • მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება
  • ენები: ქართული
სს „მარგებელი ჰოლდინგი“ ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს „წყალი მარგებლის“ (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის „მარგებელი ჰოლდინგის“ შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს „წყალი მარგებელი“, შპს „ენგადი“, შპს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, შპს „მარნეული აგრო“.
ამჯერად, სს „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „ მარნეულის სასურსათო ქარხანა“ აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვისა და ლაბორატორიის სტაჟიორის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მარნეული.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:
  • კონსერვირებული პროდუქტებისა და ნედლეულის, ეროვნული სტანდარტებითა და ტექნიკური ინსტუქციებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად, მიკრობიოლოგიური კვლევის მოქმედი მეთოდების, საჭირო ხელსაწყოების, საზომი აპარატურის გამოყენებისა და მათი ექსპლუატაციის წესების ცოდნა;
  • მეთოდური დოკუმენტების შესაბამისად შედგენილი ინსტრუქციებისა და პროცედურების საფუძველზე ნედლეულის, დამხმარე მასალების, მზა პროდუქციის, საწარმოო ხაზებისა და ჩამომსხმელი მანქანების ზედაპირების ჩამონარეცხებისა და ჰაერის მიკრობიოლოგიური მოთესვიანობის ტესტირებათა შედეგების მონიტორინგი და შესაბამისი დოკუმენტალური წარმოება;
  • საჭიროების შესაბამისად, საანალიზო ნიმუშების აღებაში ჩართულობა, როგორც წარმოებული პროდუქციიდან, ასევე ტექნოლოგიური პროცესების მიმდინარე საკონტროლო წერტილებიდან;
  • მიკრობიოლოგიური გამოცდებისათვის მიკრობიოლოგიური საკვები ნიადაგების მომზადებაში მონაწილეობა;
  • ლაბორატორიის მიკრობიოლოგიური ანალიზებისათვის განკუთვნილი დანადგარების და საზომი აპარატურის გამართულ მდგომარეობაში მოყვანა;
  • ხარისხის მართვის დეპარტამენტის მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში;
  • ახალი ეტიკეტის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
  • ეტიკეტებში, სპეციფიკაციაში, რეცეპტებში და სხვა დოკუმენტებში მითითებული მონაცემების სიზუსტისა და შესაბამისობის შემოწმებაში მონაწილეობის მიღება
  • პროდუქტის ეტიკეტის შინაარსის გადამოწმების მიზნით შესაბამის დეპარტამენტებთან (მარკეტინგი, წარმოება, ექსპორტი და სხვა) კოორდინაციაში მონაწილეობა;
  • ეტიკეტების თარგმანების მართვა, ხარისხის კონტროლი და ადგილობრივი ბაზრის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ, მიკრობიოლოგის კომპეტენციის ფარგლებში და მისი კვალიფიკაციის შესაბამისად, მითითებული ცალკეული დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • არასრული უმაღლესი განათლება (ბიოტექნოლოგიის, ბიოლოგიის და აგრარული მეცნიერებების მიმართულებით);
  • სასურველია მიკრობიოლოგიის მიმართულებით გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • MS Office ცოდნა;
უნარები/პიროვნული კომპეტენციები
  • დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: vacancy@mff.ge . გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სს „მარგებელი ჰოლდინგი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
სს „მარგებელ ჰოლდინგში“ თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს „მარგებელი ჰოლდინგის“ მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ხარისხის კონტროლი
ნახვები
უნიკალური ნახვები