16 თებ - 17 მარ
ფიტნეს ცენტრის მენეჯერი
თბილისი, საბურთალო
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სპორტი/წვრთნა ფიტნესი
  • ინდუსტრია / სფერო: ველნესი და ფიტნესი ჯანმრთელობა, ველნესი და ფიტნესი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 3000 - 3200

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სპორტი/წვრთნა ფიტნესი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ველნესი და ფიტნესი ჯანმრთელობა, ველნესი და ფიტნესი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • ენები: ინგლისური
Aura Fitness აცხადებს ვაკანსიას ფიტნეს ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო განაკვეთი: სრული
ხელფასი: 3,000-3,200 ლარი (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით)
მდებარეობა: თბილისი, საბურთალოს რაიონი

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებლებისთვის მაღალი სტანდარტის მომსახრების უზრუნველყოფა და მათი კმაყოფილების მუდმივი მონიტორინგი;
  • ფიტნეს კლუბის წევრებთან კომუნიკაცია, პრობლემების დროული და ეფექტური გადაწყვეტა;
  • რესეფშენისა და ბარის თანამშრომლების მართვა, სამუშაო გრაფიკების შედგენა და კონტროლი.
  • სერვისის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი და მისი გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
  • ახალი თანამშრომლების შერჩევაში მონაწილეობა და მათი ონბორდინგის მხარდაჭერა;
  • ფიტნეს კლუბის ონლაინ სივრცისა და სოციალური ქსელების მართვა, კონტროლი, აქტივობების მონიტორინგი და ჩართულობის ზრდაზე ზრუნვა.
  • შიდა პროცესების ორგანიზება და ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესება;
  • ფიტნეს კლუბის სივრცის მოწესრიგებულობისა და დადგენილი სტანდარტების დაცვის კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მენეჯერულ ან ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია სერვის ან ფიტნეს სფეროში);
  • სოციალური მედიის საბაზისო მართვის გამოცდილება (Facebook, Instagram);
  • ინგლისური ენის ცოდნა(დამატებით ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად);
  • ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდის მართვის უნარები;
  • მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და პრობლემების ეფექტურად გადაწყვეტის უნარი;
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და ლიდერული თვისებები;

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და
სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ;
ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;
აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების
დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
სპორტი/წვრთნა
ფიტნესი
ნახვები
უნიკალური ნახვები