16 თებ - 17 მარ
სტარტი
ღია კონკურსი აკადემიური თნამდებობების დასაკავებლად
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@giu.edu.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება - ინდუსტრია / სფერო: განათლება
უმაღლესი განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 3-დან 10 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):განათლება
უმაღლესი განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ინგლისური
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ 2026 წლის 16 თებერვლიდან აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე. კონკურსი ცხადდება შემდეგ ვაკანტურ თანამდბობებზე აკადემიური და/ან პროფესიული ნიშნით:
მედიკობიოლოგიური სასწავლო კურსები:
პრეკლინიკური კურსები:
კლინიკური სასწავლო კურსები:
საზოგადოებრივი ჯანდაცვის კურსები:
კვლევითი კურსები:
აკადემიურ თანამდებობაზე არჩევისათვის წაყენებული მოთხოვნები:
აკადემიური ნიშნით:
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:
ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე:
პროფესიული ნიშნით
პროფესორი:
ასოცირებული პროფესორი:
ასისტენტ-პროფესორი
ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
აკადემიური ნიშნით:
ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთად ჩაითვლება ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტის წარმოდგენა:
პროფესიული ნიშნით:
პროფესორი/ასოცორებული პროფესორი:

ასისტენტ პროფესორი:

კონკურსის ეტაპები
კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი
კონკურსის ვადები
ღია კონკურსი ცხადდება 2026 წლის 16 თებერვალს
საბუთების მიღება იწარმოებს 18 მარტიდან 2026 წლის 26 მარტის ჩათვლით, 18:00 საათამდე, ელექტრონულად hr@giu.edu.ge
კონკურსის პირველი ეტაპი საბუთების გადარჩევა წარმოებს 2026 წლის 27 მარტიდან, 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით;
კონკურსის მეორე ეტაპი საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება წარმოებს 2026 წლის 1 აპრილიდან, 2026 წლის 03 აპრილის ჩათვლით. (გასაუბრების ზუსტი დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ).
კონკურსის პირველადი შედეგები კონკურსანტებს ეცნობებათ და ვებ გვერდზე გამოქვეყნდება, 2026 წლის 08 აპრილს;
სააპელაციო განაცხადები მიიღება 2026 წლის 09 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით
კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის 17 აპრილს
მედიკობიოლოგიური სასწავლო კურსები:
- პროფესორი - 1 შტატი
- ასოცირებული პროფესორი - 2 შტატი
- ასისტენტ-პროფესორი - 2 შტატი
პრეკლინიკური კურსები:
- პროფესორი - 1 შტატი
- ასოცირებული პროფესორი - 2 შტატი
- ასისტენტ-პროფესორი - 2 შტატი
კლინიკური სასწავლო კურსები:
- პროფესორი - 2 შტატი
- ასოცირებული პროფესორი - 3 შტატი
- ასისტენტ-პროფესორი - 4 შტატი
საზოგადოებრივი ჯანდაცვის კურსები:
- პროფესორი - 1 შტატი
- ასოცირებული - 1 შტატი
- ასისტენტ-პროფესორი - 1 შტატი
კვლევითი კურსები:
- პროფესორი - 1 შტატი
- ასოცირებული - 1 შტატი
- ასისტენტ-პროფესორი - 1 შტატი
აკადემიურ თანამდებობაზე არჩევისათვის წაყენებული მოთხოვნები:
აკადემიური ნიშნით:
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
- შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან/და ასეთი პუბლიკაციების თანაავტორობა;
- შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
- კონკურსანტი ორ წელიწადში ერთხელ უნდა გადიოდეს ტრენინგს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სერთიფიკატით;
- კლინიკური დისციპლინის ფარგლებში, პროფესორს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 6 წელი პედაგოგიური და ბოლო 9 წელი კლინიკური გამოცდილება.
- კლინიკური დისციპლინის შემთხვევაში, შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი.
- ინგლისური ენის შესაბამის დონზე (არანაკლებ B2) ცოდნა.
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
- შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან/და ასეთი პუბლიკაციების თანაავტორობა;
- შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
- კონკურსანტი ორ წელიწადში ერთხელ უნდა გადიოდეს ტრენინგს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სერთიფიკატით;
- კლინიკური დისციპლინის ფარგლებში, ასოცირებულ პროფესორს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 3 წელი პედაგოგიური და ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება.
- კლინიკური დისციპლინის შემთხვევაში, შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი.
- ინგლისური ენის შესაბამის დონზე (არანაკლებ B2) ცოდნა.
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
- შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან/და ასეთი პუბლიკაციების თანაავტორობა;
- შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
- კონკურსანტი ორ წელიწადში ერთხელ უნდა გადიოდეს ტრენინგს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სერთიფიკატით;
- კლინიკური დისციპლინის ფარგლებში, ასისტენტ პროფესორს უნდა ჰქონდეს კლინიკური გამოცდილება ბოლო 3 წლის მანძილზე;
- კლინიკური დისციპლინის შემთხვევაში, შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი.
- ინგლისური ენის შესაბამის დონზე (არანაკლებ B2) ცოდნა.
ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე:
- დოქტორი ან დოქტორანტი კლინიკურ სპეციალობაში;
- კონკურსანტი ორ წელიწადში ერთხელ უნდა გადიოდეს ტრენინგს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სერთიფიკატით;
- კლინიკური დისციპლინის შემთხვევაში, შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი.
- ინგლისური ენის შესაბამის დონზე (არანაკლებ B2) ცოდნა.
პროფესიული ნიშნით
პროფესორი:
- არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
- დარგში შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს შემდეგნაირად:
- არანაკლებ 10 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე) ან
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება.
- შესაბამისი სასწავლო კურსის შემუშავების გამოცდილება.
- პირი ორ წელიწადში ერთხელ უნდა გადიოდეს ტრენინგს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სერთიფიკატით;
- კლინიკური დისციპლინების ფარგლებში პროფესორს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 6 წელი პედაგოგიური და ბოლო 9 წელი კლინიკური გამოცდილება;
- კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი;
- ინგლისური ენის შესაბამის დონზე (არანაკლებ B2) ცოდნა.
ასოცირებული პროფესორი:
- არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
- დარგში შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს შემდეგნაირად:
- არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე) ან
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება.
- შესაბამისი სასწავლო კურსის შემუშავების გამოცდილება.
- პირი ორ წელიწადში ერთხელ უნდა გადიოდეს ტრენინგს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სერთიფიკატით;
- კლინიკური დისციპლინების ფარგლებში ასოცირებულ პროფესორს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 3 წელი პედაგოგიური და ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება;
- კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი;
- ინგლისური ენის შესაბამის დონზე (არანაკლებ B2) ცოდნა.
ასისტენტ-პროფესორი
- არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
- დარგში შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს შემდეგნაირად:
- არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე) ან
- პუბლიკაცია შესაბამისი მიმართულებით (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში) ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება.
- პირი ორ წელიწადში ერთხელ უნდა გადიოდეს ტრენინგს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სერთიფიკატით;
- კლინიკური დისციპლინების ფარგლებში ასისტენტ-პროფესორს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 3 წელი კლინიკური გამოცდილება.
- კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი;
- ინგლისური ენის შესაბამის დონზე (არანაკლებ B2) ცოდნა.
ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
აკადემიური ნიშნით:
- პრიფესორი/ასოცირებული პროფესორი/ასისტენტ პროფესორი;
- განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით. კონკურსანტის მიერ განაცხადი ივსება მხოლოდ ერთ პოზიციაზე/ერთ სფეროში;
- ავტობიოგრაფია ქართულად და ინგლისურად (CV) (ელექტრონული ან/და ბეჭდური ფორმით), უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული რეზიუმეს ფორმატში.
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
- პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
- საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);
- შესაბამისი სილაბუსები(ნაბეჭდი ან ელექტრონული ვერსია);
- სერტიფიკატის ასლი, რომელიც ადასტურებს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში ტრენინგის გავლის ფაქტს;
- ცნობა სამუშაო ადგილიდან, რომელიც ადასტურებს კლინიკურ გამოცდილებას;
- შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში;
ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთად ჩაითვლება ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტის წარმოდგენა:
- ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელების (არანაკლებ 1 წლის განმავლობაში) დამადასტურებელი დოკუმენტი;
- საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელების (არანაკლებ 1 წლის განმავლობაში) დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
- ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.)
პროფესიული ნიშნით:
პროფესორი/ასოცორებული პროფესორი:
- განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით. კონკურსანტის მიერ განაცხადი ივსება მხოლოდ ერთ პოზიციაზე/ერთ სფეროში;
- ავტობიოგრაფია ქართულად და ინგლისურად (CV) (ელექტრონული ან/და ბეჭდური ფორმით), უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული რეზიუმეს ფორმატში;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
- პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
- შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსი (ნაბეჭდი ან ელექტრონული ვერსია)
- სერტიფიკატის ასლი, რომელიც ადასტურებს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში ტრენინგის გავლის ფაქტს;
- ცნობა სამუშაო ადგილიდან, რომელიც ადასტურებს კლინიკურ გამოცდილებას;
- შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში;
- პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

- პირველი ეტაპი - კონკურსანტთა დოკუმენტაციის გადარჩევა. კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საკონკურსო განაცხადით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება და მეორე ეტაპზე გადასულ კონკუსანტთა იდენტიფიცირება. მეორე ეტაპზე გადასულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომელთა დოკუმენტაციაც დადგენილ მოთხოვნებთან იქნება სრულ შესაბამისობაში.
- მეორე ეტაპი - მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები ინგლისურ ენაზე ატარებენ საჩვენებელ ლექციას, რომელიც ფასდება სპეციალურად შექმნილი კომიის მიერ, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს ,,პერსონალის შერჩევის წესი’’-თ დადგენილი კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად. კონკურსის შედეგები აისახება კომისიის ოქმში და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ წარედგინება უნივერსიტეტის რექტორს შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით.
- აკადემიური კონკურსის შედეგები ქვეყნდება საქართველოს საერთაშორისო უნივერისტეტ ჯიუს ოფიციალურ ვებ გვერდზე.
კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი
- აკადემიურ კონკურსში მონაწილე კონკურსანტი უფლებამოსილია საკონკურსო კომისიის გადაწვეტილება გაასაჩივროს გადაწყვეტილების ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
- საჩივრებს განიხილავს რექტორის ბრძანებით შექმნილი სააპელაციო კომისია.
კონკურსის ვადები
ღია კონკურსი ცხადდება 2026 წლის 16 თებერვალს
საბუთების მიღება იწარმოებს 18 მარტიდან 2026 წლის 26 მარტის ჩათვლით, 18:00 საათამდე, ელექტრონულად hr@giu.edu.ge
კონკურსის პირველი ეტაპი საბუთების გადარჩევა წარმოებს 2026 წლის 27 მარტიდან, 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით;
კონკურსის მეორე ეტაპი საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება წარმოებს 2026 წლის 1 აპრილიდან, 2026 წლის 03 აპრილის ჩათვლით. (გასაუბრების ზუსტი დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ).
კონკურსის პირველადი შედეგები კონკურსანტებს ეცნობებათ და ვებ გვერდზე გამოქვეყნდება, 2026 წლის 08 აპრილს;
სააპელაციო განაცხადები მიიღება 2026 წლის 09 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით
კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის 17 აპრილს
მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება
ნახვები
უნიკალური ნახვები