10 თებ - 12 მარ
სტარტი
კონკურსი აკადემიური თნამდებობების დასაკავებლად
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@giu.edu.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება - ინდუსტრია / სფერო: განათლება
უმაღლესი განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 3-დან 10 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):განათლება
უმაღლესი განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ინგლისური
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ 2026 წლის 10 თებერვლიდან აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სტომატოლოგიის ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე. კონკურსი ცხადდება შემდეგ ვაკანტურ თანამდბობებზე აკადემიური და/ან პროფესიული ნიშნით:
მედიკობიოლოგიური სასწავლო კურსები:
პრეკლინიკური კურსები:
კლინიკური სასწავლო კურსები:
საზოგადოებრივი ჯანდაცვის კურსები:
კვლევითი კურსები:
ქირურგიული სტომატოლოგია:
თერაპიული სტომატოლოგია:
ორთოპედიული სტომატოლოგია:
ორთოდონტია
აკადემიურ თანამდებობაზე არჩევისათვის წაყენებული მოთხოვნები:
აკადემიური ნიშნით აკადემიურ თანამდებობაზე არჩევისათვის წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა:
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა:
ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა:
ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა:
პროფესიული ნიშნით აკადემიურ თანამდებობაზე არჩევისათვის წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა:
აკადემიური კონკურსის ფარგლებში წარმოსადგენი საკონკურსო დოკუმენტაცია:
აკადემიური ნიშნით თანამდებობის დასაკავებლად, საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
აკადემიური ნიშნით თანამდებობის დაკავების შემთხვევაში კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
პროფესიული ნიშნით თანამდებობის დასაკავებლად საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
კონკურსის ეტაპები
კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი
კონკურსის ვადები
ღია კონკურსი ცხადდება 2026 წლის 10 თებერვალს
საბუთების მიღება იწარმოებს 13 მარტიდან 2026 წლის 16 მარტის ჩათვლით, 18:00 საათამდე, ელექტრონულად hr@giu.edu.ge
კონკურსის პირველი ეტაპი საბუთების გადარჩევა წარმოებს 2026 წლის 17 მარტიდან, 2026 წლის 20 მარტის ჩათვლით;
კონკურსის მეორე ეტაპი საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება წარმოებს 2026 წლის 24 მარტიდან, 2026 წლის 25 მარტის ჩათვლით. (გასაუბრების ზუსტი დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ).
კონკურსის პირველადი შედეგები კონკურსანტებს ეცნობებათ და ვებ გვერდზე გამოწვეყნდება, 2026 წლის 26 მარტს
სააპელაციო განაცხადები მიიღება 2026 წლის 26 მარტიდან 30 მარტის ჩათვლით
კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის 31 მარტს.
მედიკობიოლოგიური სასწავლო კურსები:
- ასოცირებული პროფესორი - 1 შტატი
- ასისტენტ-პროფესორი - 1 შტატი
პრეკლინიკური კურსები:
- ასოცირებული პროფესორი - 1 შტატი
- ასისტენტ-პროფესორი - 1 შტატი
კლინიკური სასწავლო კურსები:
- ასოცირებული პროფესორი - 2 შტატი
- ასისტენტ-პროფესორი - 2 შტატი
საზოგადოებრივი ჯანდაცვის კურსები:
- ასოცირებული პროფესორი - 1 შტატი
- ასისტენტ-პროფესორი - 1 შტატი
კვლევითი კურსები:
- ასოცირებული პროფესორი - 1 შტატი
- ასისტენტ-პროფესორი - 1 შტატი
ქირურგიული სტომატოლოგია:
- პროფესორი - 1 შტატი
- ასისტენტი - 1 შტატი
თერაპიული სტომატოლოგია:
- პროფესორი - 1 შტატი
- ასისტენტი - 1 შტატი
ორთოპედიული სტომატოლოგია:
- პროფესორი - 1 შტატი
ორთოდონტია
- ასისტენტ-პროფესორი -1 შტატი
აკადემიურ თანამდებობაზე არჩევისათვის წაყენებული მოთხოვნები:
აკადემიური ნიშნით აკადემიურ თანამდებობაზე არჩევისათვის წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
- პირი, რომელსაც შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) აქვს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან არის მათი თანაავტორი;
- პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
- ინგლისური ენის შესაბამის დონეზე (არანაკლებ B2) ცოდნა.
- პირი რეგულარულად ხუთ წელიწადში ერთხელ უნდა გადიოდეს სტომატოლოგიური განათლების მეთოდოლოგიაში ტრენინგებს, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სერტიფიკატით (სწავლის მეთოდები/შეფასების მეთოდები (PBL, DOPS, mini CEX, OSCE, 360, Portfolio) გადაუდებელი დახმარება, ინფექციის კონტროლი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სტომატოლოგია, სპეციალური საჭიროების სტომატოლოგია და სხვ.).
- ფუნდამენტური/ბიოსამედიცინო, პრეკლინიკური და კლინიკური დისციპლინების ფარგლებში პროფესორს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 9 წელი კლინიკური გამოცდილება.
- შესაბამისი სპეციალობის სერთიფიკატი.
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
- პირი, რომელსაც შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) აქვს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან არის მათი თანაავტორი;
- პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.
- ინგლისური ენის შესაბამის დონეზე (არანაკლებ B2) ცოდნა.
- პირი რეგულარულად ხუთ წელიწადში ერთხელ უნდა გადიოდეს სტომატოლოგიური განათლების მეთოდოლოგიაში ტრენინგებს, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სერტიფიკატით (სწავლის მეთოდები/შეფასების მეთოდები (PBL, DOPS, mini CEX, OSCE, 360, Portfolio) გადაუდებელი დახმარება, ინფექციის კონტროლი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სტომატოლოგია, სპეციალური საჭიროების სტომატოლოგია და სხვ.).
- ფუნდამენტური/ბიოსამედიცინო, პრეკლინიკური და კლინიკური დისციპლინების ფარგლებში ასოცირებულ პროფესორს უნდა ჰქონდეს სულ მცირე ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება;
- შესაბამისი სპეციალობის სერთიფიკატი.
ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
- პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან არის მათი თანაავტორი;
- პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.
- ინგლისური ენის შესაბამის დონეზე (არანაკლებ B2) ცოდნა.
- პირი რეგულარულად ხუთ წელიწადში ერთხელ უნდა გადიოდეს სტომატოლოგიური განათლების მეთოდოლოგიაში ტრენინგებს, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სერტიფიკატით (სწავლის მეთოდები/შეფასების მეთოდები (PBL, DOPS, mini CEX, OSCE, 360, Portfolio) გადაუდებელი დახმარება, ინფექციის კონტროლი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სტომატოლოგია, სპეციალური საჭიროების სტომატოლოგია და სხვ.).
- ფუნდამენტური/ბიოსამედიცინო, პრეკლინიკური და კლინიკური დისციპლინების ფარგლებში ასისტენტ-პროფესორს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 3 წელი კლინიკური გამოცდილება.
- შესაბამისი სპეციალობის სერთიფიკატი.
ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა:
- ასისტენტად შეძლება აირჩეს დოქტორი ან დოქტორანტი, რომელსაც აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
- ინგლისური ენის შესაბამის დონეზე (არანაკლებ B2) ცოდნა.
- პირი რეგულარულად ხუთ წელიწადში ერთხელ უნდა გადიოდეს სტომატოლოგიური განათლების მეთოდოლოგიაში ტრენინგებს, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სერტიფიკატით (სწავლის მეთოდები/შეფასების მეთოდები (PBL, DOPS, mini CEX, OSCE, 360, Portfolio) გადაუდებელი დახმარება, ინფექციის კონტროლი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სტომატოლოგია, სპეციალური საჭიროების სტომატოლოგია და სხვ.).
- ფუნდამენტური/ბიოსამედიცინო, პრეკლინიკური და კლინიკური დისციპლინების ფარგლებში ასისტენტი უნდა იყოს დოქტორანტი კლინიკურ სპეციალობაში, სულ მცირე 3 წლიანი კლინიკური გამოცდილებით.
- შესაბამისი სპეციალობის სერთიფიკატი.
პროფესიული ნიშნით აკადემიურ თანამდებობაზე არჩევისათვის წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა:
- არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
- დარგში შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს შემდეგნაირად:
- არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში;
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება;
- შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.
- ინგლისური ენის შესაბამის დონეზე (არანაკლებ B2) ცოდნა.
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა:
- არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
- დარგში შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს შემდეგნაირად:
- არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში;
- პუბლიკაცია შესაბამისი მიმართულებით (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში) ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება.
- ინგლისური ენის შესაბამის დონეზე (არანაკლებ B2) ცოდნა.
აკადემიური კონკურსის ფარგლებში წარმოსადგენი საკონკურსო დოკუმენტაცია:
აკადემიური ნიშნით თანამდებობის დასაკავებლად, საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
აკადემიური ნიშნით თანამდებობის დაკავების შემთხვევაში კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით. კონკურსანტის მიერ განაცხადი ივსება მხოლოდ ერთ პოზიციაზე/ერთ სფეროში.
- ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული ან/და ბეჭდური ფორმით), უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული რეზიუმეს ფორმატში.
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
- პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
- საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);
- შესაბამისი სილაბუსები(ნაბეჭდი ან ელექტრონული ვერსია);
- სერტიფიკატის ასლი, რომელიც ადასტურებს სტომატოლოგიური განათლების მეთოდოლოგიაში ტრენინგის გავლის ფაქტს;
- შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში;
- ენის ფლობის დადასტურება ხდება საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს პერსონალის შერჩევის წესით. ინგლისური ენის ცოდნის დონის დადასტურება
- შესაძლებელია ერთ ერთი შემდეგი მეთოდით:
- ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელების (არანაკლებ 1 წლის განმავლობაში) დამადასტურებელი დოკუმენტი;
- საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელების (არანაკლებ 1 წლის განმავლობაში) დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
- ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.)
- ენის ფლობის დადასტურება ასევე შესაძლებელია, უნივერსიტეტის შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით პროგრამის სწავლების ენის B2 დონის შესაბამისი შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის, გასაუბრების ან/და საჩვენებელი ლექციის საფუძველზე საფუძველზე.
პროფესიული ნიშნით თანამდებობის დასაკავებლად საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით. კონკურსანტის მიერ განაცხადი ივსება მხოლოდ ერთ პოზიციაზე/ერთ სფეროში.
- ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული ან/და ბეჭდური ფორმით), უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული რეზიუმეს ფორმატში.
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
- პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
- შესაბამისი სილაბუსები(ნაბეჭდი ან ელექტრონული ვერსია);
- ფუნდამენტური/ბიოსამედიცინო, პრეკლინიკური და კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში
- სერტიფიკატის ასლი, რომელიც ადასტურებს სტომატოლოგიური განათლების მეთოდოლოგიაში ტრენინგის გავლის ფაქტს (სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცხადებული კონკურსის შემთხვევაში;
- ცნობა სამუშაო ადგილიდან, რომელიც ადასტურებს კლინიკურ გამოცდილებას (დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცხადებული კონკურსის შემთხვევაში);
- შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში;
- ასევე, წარმოდგენილ უნდა იქნეს პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
- ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით. კონკურსანტის მიერ განაცხადი ივსება მხოლოდ ერთ პოზიციაზე/ერთ სფეროში.
- ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული ან/და ბეჭდური ფორმით), უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული რეზიუმეს ფორმატში.
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
- პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
- ფუნდამენტური/ბიოსამედიცინო, პრეკლინიკური და კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში სერტიფიკატის ასლი, რომელიც ადასტურებს სტომატოლოგიური განათლების მეთოდოლოგიაში ტრენინგის გავლის ფაქტს (სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცხადებული კონკურსის შემთხვევაში), ცნობა სამუშაო ადგილიდან, რომელიც ადასტურებს კლინიკურ გამოცდილებას, ასევე, შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში;
- ასევე წარმოდგენილ უნდა იქნეს პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
კონკურსის ეტაპები
- პირველი ეტაპი - პირველ ეტაპზე ხორციელდება კონკურსანტთა დოკუმენტაციის გადარჩევა, კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საკონკურსო განაცხადით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება და მეორე ეტაპზე გადასულ კონკურსანტთა იდენტიფიცირება. მეორე ეტაპზე გადასულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომელთა დოკუმენტაციაც დადგენილ მოთხოვნებთან იქნება სრულ შესაბამისობაში.
- მეორე ეტაპი - მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები ინგლისურ ენაზე ატარებენ საჩვენებელ ლექციას, რომელიც ფასდება სპეციალურად შექმნილი კომიის მიერ, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს ,,პერსონალის შერჩევის წესი’’-თ დადგენილი კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად.
- აკადემიური კონკურსის შედეგები ქვეყნდება საქართველოს საერთაშორისო უნივერისტეტ ჯიუს ოფიციალურ ვებ გვერდზე.
კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი
- აკადემიურ კონკურსში მონაწილე კონკურსანტი უფლებამოსილია საკონკურსო კომისიის გადაწვეტილება გაასაჩივროს გადაწყვეტილების ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
- საჩივრებს განიხილავს რექტორის ბრძანებით შექმნილი სპეციალური სააპელაციო კომისია, კომისიის შემადგენლობის დამტკიცებიდან ხუთი დღის ვადაში.
კონკურსის ვადები
ღია კონკურსი ცხადდება 2026 წლის 10 თებერვალს
საბუთების მიღება იწარმოებს 13 მარტიდან 2026 წლის 16 მარტის ჩათვლით, 18:00 საათამდე, ელექტრონულად hr@giu.edu.ge
კონკურსის პირველი ეტაპი საბუთების გადარჩევა წარმოებს 2026 წლის 17 მარტიდან, 2026 წლის 20 მარტის ჩათვლით;
კონკურსის მეორე ეტაპი საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება წარმოებს 2026 წლის 24 მარტიდან, 2026 წლის 25 მარტის ჩათვლით. (გასაუბრების ზუსტი დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ).
კონკურსის პირველადი შედეგები კონკურსანტებს ეცნობებათ და ვებ გვერდზე გამოწვეყნდება, 2026 წლის 26 მარტს
სააპელაციო განაცხადები მიიღება 2026 წლის 26 მარტიდან 30 მარტის ჩათვლით
კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის 31 მარტს.
მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება
ნახვები
უნიკალური ნახვები