შემდეგი
11 თებ - 12 მარ
სტარტი
არასამედიცინო მომსახურების მხარდაჭერის სამსახურის უფროსი
თბილისი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: დაზღვევა
კლიენტებთან/პროვაიდერებთან ურთიერთობების მენეჯმენტი, პოლისების კონტროლი/ადმინისტრირება - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):დაზღვევა
კლიენტებთან/პროვაიდერებთან ურთიერთობების მენეჯმენტი, პოლისების კონტროლი/ადმინისტრირება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას არასამედიცინო (NL) მომსახურების მხარდაჭერის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.
არასამედიცინო დაზღვევის მომსახურების მხარდაჭერის სამსახურის უფროსის მიზანია კომპანიაში დამტკიცებული გაიდლაინებისა და სტანდარტების გათვალისწინებით სადაზღვევო შემთხვევების სამართლიანი რეგულირების უზრუნველყოფა, მომსახურების სტანდარტის სრული დაცვით კლიენტების მომსახურება და მათი კმაყოფილების უზრუნველყოფა.
პასუხისმგებლობები:
- არასამედიცინო (NL) დაზღვევის მომსახურების მხარდაჭერის სამსახურის განყოფილებაში თანამშრომლების და მიმდინარე პროცესების მართვა და განვითარება;
- არასამედიცინო დაზღვევის მომსახურების მხარდაჭერის გუნდში ეფექტურ მომსახურებაზე და კლიენტის ლოიალურობაზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვა და განვითარება;
- სადაზღვევო შემთხვევების დარეგულირების პროცესში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება, შესაბამისი რეაგირება და პროცესის ოპტიმიზება;
- CRM სისტემაში შემოსული ზარების აღრიცხვის სიზუსტისა და პროცედურებთან შესაბამისობის კონტროლი;
- სადაზღვევო შემთხვევების დარეგულირების ვადების კონტროლი, პოტენციური ვადის დარღვევის რისკის აღმოჩენა და შესაბამისი დროული რეაგირება;
- მსხვილი და კომპლექსური არასამედიცინო სადაზღვევო შემთხვევების მართვა და კოორდინაცია;
- ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მენეჯმენტის მიმართულებით);
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, სასურველია სადაზღვევო სფეროში ანდა ავტოინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/wnJKUHyc
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
დაზღვევა
კლიენტებთან/პროვაიდერებთან ურთიერთობების მენეჯმენტი,
პოლისების კონტროლი/ადმინისტრირება
ნახვები
უნიკალური ნახვები