შემდეგი
დღეს - 13 მარ
მთავარი ბუღალტერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: offoce@senamotors.com.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
იმპორტი და ექსპორტი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
სენა ავტო ჯგუფი ავხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტერი პოზიციაზე
ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების წარმოება;
- ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა მომზადება, აღრიცხვა და დაარქივება .
- სასაქონლო მატერიალური მარაგების შეძენების კონტორილი და ასახვა ბაზაში.
- საწყობის კონტროლი
- იმპორტირებული საქონლის ( ავტონაწილები , ზეთები , ავტომობილები და სხვა ) დოკუმენტაციის კონტროლი და ბაზაში ასახვა
- თვითღულებულებების განსაზღვრა .
- ნასყიდობისა და მომსახურების ხელშეკრულებების შენახვა.
- სამივლინებო ხარჯების დაანგარიშება, გადარიცხვების წარმოება;
- სალარო და საბანკო ოპერაციების შესრულება და პროგრამული ასახვა;
- საბუღალტრო ნაშთების კონტროლი
- ხელფასების აღრიცხვა
- შესყიდვებთან და რეალიზაციათან დაკავშირებული ანგარიშფაქტურების პროგრამული ასახვა შესაბამისი ზედნადებების მიხედვით და დადასტურება.
- სხვადასხვა სახის ბუღალტრული ანგარიშგებების მომზადება;
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადება (ყოველთვიური, წლიური);
- საპენსიო დეკლარაცეიბის შედგენა
- რეალიზაციების ასახვა ბაზაში და მათი კონტროლი
- ფულადი სახსრების მიღების უზრუნველყოფა და შემოსავლების ასახვა ბაზაში.
- შემოსავლების სამსახურის ვებ პორტალზე ატვირთული ზედნადებების და ანგარიშფაქტურების შედარება ბუღალტრულ პროგრამაში ასახულ მონაცემებთან;
- სალაროს ოპერაციების და საბანკო ოპერაციების შესრულება
- დებიტორ-კრედიტორების შედგენა და ნაშთების სისწორეზე კონტროლი;
- ჰოლდინგის აუდიტის და ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.
- ბანკთან ფინანსური დოკუმენთაციის სწრაფი წარდგენა
- სესხებზე მონიტორინგი
- ფირმის მომგებიანობის კონტროლი
- ხარჯების შემცირებაზე ზრუნვა ( როგორც გადასახადებში ასევე მიმდინარე საქმეებში)
- ყველაფრის ბაზაში სწორად ასახვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების დარგში ან ზუსტ მეცნიერებებში;
- ბუღალტერიის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (სასურველია ACCA სერთიფიკატი);
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის და ბიზნეს კანონმდებლობის ცოდნა;
- სავალდებულოა ბუღალტრული და ბიზნეს პროგრამების (ინფინატი, ორისი, სუპერფინი, ფინა, აპექსი, ინფო-ბუღალტერი და ა.შ. - ერთ-ერთი პროგრამის მაინც) საფუძვლიანი ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის კარგი ცოდნა;
- ბუღალტერიის სფეროში მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
- თავაზიანი მომსახურების უნარი;
- სწრაფად ათვისების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- სხარტი აზროვნება;
- დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: offoce@senamotors.com.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები