12 თებ - 14 მარ
სტანდარტი
უმცროსი იურისტი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: იურიდიული კორპორატიული სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი, იურისპრუდენცია
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები ფინანსური მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ჰიბრიდული/შერეული

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • სტუდენტებისთვის: კი
  • საგანმანათლებლო პროგრამები: სამართალი
  • ენები: რუსული,ინგლისური
კომპანია CLARSEN აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე

აღწერა:
  • დასაქმების ფორმა: შრომითი ურთიერთობა, 6 თვიანი გამოსაცდელი ვადის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში 12 თვიანი ხელშეკრულება
  • სამუშაო რეჟიმი: დისტანციური / ჰიბრიდული (სრული განაკვეთი 10:00 – 19:00)
  • დონე: Junior Lawyer (Financial & Regulated Sectors)

CLARSEN-ის შესახებ
CLARSEN (clarsen.org) არის უმაღლესი დონის პროფესიონალების გუნდისგან შექმნილი რეგულაციებთან შესაბამისობის მრჩეველი, რომელიც ემსახურება რეგულირებად ინდუსტრიებს, უპირატესად ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს და ინვესტორებს, რომელთაც სურთ საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიარონ რეგისტრაცია/ლიცენზირება შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად და დააკმაყოფილონ რეგულაციები საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში. ჩვენი მიზანია ორგანიზაციებს დავეხმაროთ რეგულატორთან ეფექტურ კომუნიკაციაში, ინოვაციური პროდუქტებისა და ბიზნეს გადაწყვეტების შექმნაში, გაყიდვების ზრდაში, სამართვლებრივი, ფინანსური, AML/CFT, საოპერაციო, კიბერ და შესაბამისობის რისკების მართვაში.

პოზიციის შესახებ
CLARSEN ეძებს უმცროს იურისტს (Junior Lawyer), რომელიც ჩაერთვება სხვადასხვა რეგულირებად სექტორებში მომუშავე კომპანიების სამართლებრივ მხარდაჭერაში. პოზიცია მოიცავს საკორპორაციო, სახელშეკრულებო და შესაბამისობის (compliance) მიმართულებებს.

ძირითადი მოვალეობები
  • კომპანიის შიდა პროცესების, კონტრაქტებისა და გადაწყვეტილებების სამართლებრივი ანალიზი;
  • რეგულაციური და სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება;
  • ლიცენზირების და ზედამხედველობის მოთხოვნების შესწავლა;
  • საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი;
  • ხელშეკრულებების მომზადება და რევიზია;
  • საკორპორაციო დოკუმენტაციის მომზადება (წესდება, ოქმები, გადაწყვეტილებები);
  • კლიენტებისთვის სამართლებრივი რეკომენდაციების მომზადება;

მოთხოვნები
  • უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრი ან დამამთავრებელი კურსი)
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა C1
  • ინტერესები ფინანსური და რეგულირებადი სექტორების მიმართ
  • სტრუქტურირებული, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება
  • მაღალი პასუხისმგებლობა
  • ხელოვნული ინტელექტის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)

ჩვენ გთავაზობთ
  • პრაქტიკულ გამოცდილებას ფინანსურ და სხვა რეგულირებად სფეროებში;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • მენტორინგს;
  • გუნდურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/l6UsiM7c
იურიდიული
კორპორატიული სამართალი,
სახელშეკრულებო სამართალი,
იურისპრუდენცია
ნახვები
უნიკალური ნახვები