09 თებ - 28 თებ
კურიერი
თბილისი, საბურთალო

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი საკურიერო მომსახურება
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: საველე
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1000
    (+ ბონუსი)

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • ენები: ქართული
  • მართვის მოწმობა: B კატეგორია
კომპიუტერული ტექნიკის B2B ონლაინ მაღაზია ELEMENT.GE აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, პასუხისმგებლიან და მოწესრიგებულ გუნდის წევრს, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთის დროულ და უსაფრთხო მიწოდებას ჩვენი კორპორატიული კლიენტებისთვის.

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპიუტერული ტექნიკის ტრანსპორტირება თბილისის მასშტაბით კომპანიის კუთვნილი ავტომობილით (Ford Courier);
  • ტვირთის დატვირთვა და ჩამოცლა;
  • სპეციალური მობილური აპლიკაციის საშუალებით დავალებების მიღება და მართვა;
  • კომპანიის ავტომობილზე ზრუნვა: სისუფთავის შენარჩუნება და საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური სერვისის დაგეგმვა/კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:
  • ავტომობილის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია);
  • სმარტფონთან და მობილურ აპლიკაციებთან მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა და ეთიკური ქცევის ნორმების დაცვა;
  • ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობა (ტექნიკის აწევა/გადაადგილება).

რას გთავაზობთ:
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსური სისტემა;
  • სრულად გამართული ავტომობილი (Ford Courier);
  • სამუშაო ადგილი: თბილის, საბურთალო;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-დან 17:00-მდე;
  • მეგობრული, მოწესრიგებული სამუშაო გარემო და სტაბილურობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებასგაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 27 თებერვალი
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საკურიერო მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები