06 თებ - 07 მარ
მოლარე-კონსულტანტი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები ნაღდი ფულის დამუშავება და გაყიდვის პუნქტი, გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები ტანსაცმელი, აქსესუარები და მოდა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • ენები: ქართული
შპს ,,აი სი არ ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე

სამუშაო განაკვეთი: სრული; კვირაში 5 დღიანი სრული სამუშაო გრაფიკი, ცვლების მიხედვით; 2 დღე დასვენება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
  • მომხმარებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
  • ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლის კონსულტირება და საჭირეობის შემტხვევაში პროდუქციის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
  • ახალი პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა და აქტიური ჩართულობა;
  • პროდუქციის განთავსება დარბაზსა და საწყობში დადგენილი წესის შესაბამისად;
  • მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება;
  • სალაროსთან მუშაობის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების ზედმიწევნით დაცვა;
  • სალარო ოპერაციების თანმდევი დოკუმენტაციის სიზუსტის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა.

სავაჭრო ობიექტების ლოკაციის ჩამონათვალი: ქ. თბილისი
  • პეკინის გამზ. 25, მაღაზია "კორსო იტალია"
  • ვაჟა-ფშაველას 26. მაღაზია "ბატა" და "სტუდიო"
  • სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“
  • სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი საბურთალო“
  • სავაჭრო ცენტრი „გალერეა თბილისი“ - რუსთაველის გამზ.
  • სავაჭრო ცენტრი "გლდანი მოლი"
  • სავაჭრო ცენტრი „ქარვასლა“
  • სავაჭრო ცენტრი "გლდანი სითი მოლი"
  • სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“
  • მაღაზია ,,აი სი არ ფეხსაცმელი“ ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი 45 (დიღომი)

ანაზღაურება: საშუალო თვიური ანაზღაურება - 1100-1300 (ხელზე ასაღები თანხა, ფიქსირებული + ბონუსის საშუალო მოცულობით)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
გაყიდვები
ნაღდი ფულის დამუშავება და გაყიდვის პუნქტი,
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა
ნახვები
უნიკალური ნახვები