03 თებ - 04 მარ
სტანდარტი
დასუფთავების სამსახურის უფროსი
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hrocm@orbi.net
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: დასუფთავება
დასუფთავების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):დასუფთავება
დასუფთავების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - ენები: ქართული
მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი ,,ორბი სითი მოლი’’ აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
,,ორბი სითი მოლი’’- Orbi City-ის ტერიტორიაზე განლაგებული რეგიონის უმსხვილესი სავაჭრო და გასართობი სივრცეა, რომელიც წლიურად 7 მილიონზე მეტ ვიზიტოსრ მიიღებს და გააერთიანებს 250-მდე ბრენდის მოდის, კვების, სერვისებისა და გასართობის სექტორიდან.
მდებარეობა: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი : სრული
ანაზღაურება : შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
- უზრუნველყოს სავაჭრო ცენტრის დასუფთავების განყოფილების ხელმძღვანელობა და მართვა;
- უზრუნველყოს სავაჭრო ცენტრის დალაგების მოქნილი პროცედურის შემუშავება და დანერგვა;
- უზრუნველყოს დასუფთავებისთვის საჭირო დანადგარების, ქიმიკატებისა და საჭირო ინვენტარის შეკვეთა, მიღება, გამოყენება და თანამშრომლების დატრეინინგება;
- უზრუნველყოს დასუფთავების განყოფილების ეფექტური ბიუჯეტის შედგენა და მართვა;
- ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის, დეტალური აღწერა და ანალიზი, ინვენტარიზაცია რაც დაკავშირებულია დასუფთავების განყოფილებასთან;
- დასუფთავების თანამშრომლების სამუშაო გარიგის შედგენა, ყოველდღიური მონიტორინგი და კონტროლი;
- ახალი თანამშრომლების გადამზადება და ტრეინინგების ორგანიზება;
- მუდმივი კოორდინაცია ტექნიკურ და დაცვა-უსაფრთხოების განყოფილებებთან;
მოთხოვნები:
- დასუფთავების საერთაშორისო სტანდარტების საფუძვლიანი ცოდნა;
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
- ინგლისურისა და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა B2 დონე ( სავალდებულოა);
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (სავალდებულოა);
თვისებები:
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- საქმისა და დროის სწორი მართვა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- ორგანიზაციის მიზნებზე და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ინგლისურ ენაზე ელფოსტის მისამართზე: hrocm@orbi.net და subject ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება.
შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!
დასუფთავება
დასუფთავების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
