03 თებ - 04 მარ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1000
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ინგლისური
შპს „ორიენტი“ სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც უკვე 25 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს სადისტრიბუციო ბაზარზე.
ჩვენი წარმატების გარანტი, უპირველეს ყოვლისა, ის ღირებულებებია, რომელზეც საქმიანობას ვაფუძნებთ და რომელიც ერთგული მომხმარებლის
მზარდ სიმრავლეს განაპირობებს. ჩვენ ვთანამშრომლობთ და საქართველოში წარმოვადგენთ ბრენდებს, რომლებიც ერთნაირი პოპულარობით
სარგებლობს მსოფლიო მასშტაბით, ესენია: BEBETO, COSBY. ამჟამად კი ვეძებთ ერთგულ, პასუხისმგებლობით სავსე და შრომისმოყვარე ადამიანს,
რათა მას ჩვენს დიდ ოჯახში შემოერთების, სტაბილური შემოსავლის მიღების და შემდგომი წინსვლის საშუალება მივცეთ.
კომპანია ორიენტი აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე თბილისში.
ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში გთავაზობთ:
- შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
- თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
- პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს;
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- შრომის ჯანსაღ და უსაფრთხო პირობებს;
- ანაზღაურებად შვებულებას
- ჩვენ ვაფასებთ შრომისმოყვარე ადამიანებს და ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა მათ შრომის კომფორტული პირობები შევუქმნათ.
- იმ შემთხვევაში, თუ არჩევანს ჩვენზე შეაჩერებთ, ყოველმხრივ დაგეხმარებით თქვენი ცოდნისა და უნარ-ჩვევების რეალიზებაში, რადგან გვჯერა,
- რომ წარმატება საქმიანობის ნებისმიერ სფეროში სწორედ ამგვარად მიიღწევა.
ძირითადი საქმიანობა:
- კომპანიის სამართლებრივი ინტერესების დაცვა;
- კომპანიის იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება და ექსპერტიზა;
- კომპანიის შიდა სამართლებრივი დოკუმენტაციის შემუშავება დამოუკიდებლად ან შესაბამისი დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, მათთვის
- წარდგენილისამართლებრივი დოკუმენტაციის გაცნობა, სამართლებრივი ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში მითითებების მიცემა შესაბამისი დეპარტამენტის
- წარმომადგენლებისთვის იურიდიული ხასიათის დოკუმენტაციის თაობაზე.
- სამართლებრივი პროექტების და წერილების მომზადება და ვიზირების უზრუნველყოფა;
- შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ერთად, კომპანიაში არსებული სამართლებრივი ხასიათის რეგულაციების შეცვლის ან გაუქმების შესახებ
- წინადადებების მომზადება;
- კომპანიის მიერ თავისი საქმიანობის პროცესის კანონთან შესაბამისობაში წარმართვის კუთხით სხვა და სხვა საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების
- მომზადება;
- კომპანიის თანამშრომლებისთვის სამართლებრივი ხასიათის წერილობითი ან/და ზეპირსიტყვიერი კონსულტაცია კომპეტენციის ფარგლებში არსებულ
- საკითხებზე;
- კომპანიის სახელით კონტრაქტორებთან ურთიერთობა სამართლებრივი კუთხით; ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, ხელშეკრულებების
- პროექტების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, ხელშეკრულებების პროექტების ვიზირება, საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულებების
- ნოტარიულად დამოწმებისა და
- შესაბამის ორგანოებში რწმუნებულების საფუძველზე და ადმინისტრაციასთან შეთანხმებით დარეგისტრირების პროცესებში მონაწილეობა;
- კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის წარმომადგელობა სასამართლოებში, სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებში და კერძო სამართლის იურიდიულ
- პირებთან;
- სასამართლო დავების შემთხვევაში დოკუმენტაციის მომზადება და სასამართლო წარმომადგენლობა;
- დირექტორის/უშუალო ხელმძღვანელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემების შემთხვევაში სხვადასხვა მოლაპარაკებებში მონაწილეობა კომპეტენციის
- ფარგლებში შემავალი
- საკითხების განსახილველად;
- კომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან სხვა სამართლებრივი ხასიათის დავალებების შესრულება,
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო, რადგან კომპანიის მოქმედი იურისტი მინიმუმ ერთი კვირის
- განმავლობაში იმუშავებს დამწყებ იურისტთან ერთად და დაეხმარება და ჩააყენებს მნიშვნელოვანი საკითხების საქმის კურსში, ამასთან საჭიროების
- შემთხვევაში, საქმიანობის სრულად გადაბარების შემდგომაც დაეხმარება დისტანციურად);
- MS Office პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ A 2 დონეზე;
კომპეტენციები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ორგანიზებული მუშაობის უნარი;
- პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარების და სტრესის მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაციის კარგად განვითარებული უნარი;
- შედეგებზე ორიენტირებულობა;
- დისციპლინირებულობა;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით (09:00-დან 18:30 სთ-მდე), დასვენების დღე - შაბათ-კვირა.
ანაზღაურება - 1000 ლარი.
გასაუბრება ჩატარდება მისამართზე: ქ.თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქ.154 (ისანი-სამგორის რ-ნი, ყოფილი კაიროს ქუჩა).
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: hr@orientltd.ge ელექტრონული წერილის სათაურის
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: hr@orientltd.ge ელექტრონული წერილის სათაურის
ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
შენიშვნა: პირის მიერ CV-ის გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას
შენიშვნა: პირის მიერ CV-ის გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას
აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული
იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შემდგომი დაწინაურებისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში შრომითი
ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება
მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა მიერ. იმ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შენახვა, რომლის დასაქმებაც არ მოხდება კომპანიაში, განხორციელდება მხოლოდ დამუშავების ეტაპზე, მაქსიმუმ ერთი თვის ვადით ელექტრონული სახით.
იურიდიული
იურისპრუდენცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
