03 თებ - 17 თებ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: შეფასება/ექსპერტიზა
ძვირფასი ლითონების შეფასება - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: 0-დან 1 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):შეფასება/ექსპერტიზა
ძვირფასი ლითონების შეფასება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას - მიმღებ-შემფასებელი - სენაკი
ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა
სს „საქართველოს ბანკის“ საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მიმღებ-შემფასებლისპოზიციაზესენაკში.
აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, შენ:
ჩვენ გთავაზობთ:
ჩვენთვის მნიშვნელოვანია შენი კვალიფიკაცია:
განათლება:
აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, შენ:
- შეაფასებ ძვირფას ლითონებსა და ქვებს და გააფორმებ შესაბამის სესხს;
- გირაოს ნივთებს დაუბრუნებ მსესხებელს;
- განახორციელებ თანხის კონვერტაციასა და მიიღებ გზავნილებს;
- გაგზავნი შეტყობინებებს მსესხებლებთან;
- გაყიდვების გაზრდის მიზნით განახორციელებ შესაბამის ღონისძიებებს.
ჩვენ გთავაზობთ:
- თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს, რომლებიც დაგეხმარება, განივითარო პიროვნული უნარები და მიიღო საბაზისო ცოდნა საბანკო-სალომბარდე პროდუქტებისა და პროცესების შესახებ;
- კომფორტულ სამუშაო სივრცეს და ფიქსირებულ ანაზღაურებას + ყოველთვიურ ბონუსს (გამომუშავებით);
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია შენი კვალიფიკაცია:
განათლება:
- უმაღლესი (სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი);
- სასურველია, მაგრამ არასავალდებულო, ძვირფასი ქვებისა და ლითონების ექსპერტ–შემფასებლის საკვალიფიკაციო სერტიფიკატი.
სამუშაო გამოცდილება:
- სასურველია, მაგრამ არასავალდებულო, მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
- მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
- კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად;
- დეტალებზე ორიენტირება, შესრულების სისწრაფე, ორგანიზებულობა.
- საქართველოს ბანკის გუნდში მუდამ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვვითარდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე - ერთად. შემოგვიერთდი, რომ ჩვენთან ერთად არ გაჩერდე!
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 17 თებერვალი 2026
ვაკანსიის დეტალური აღწერა გთხოვთ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/mimgeb-shempasebeli-senaki-senaki-F67Z9E
შეფასება/ექსპერტიზა
ძვირფასი ლითონების შეფასება
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

