02 თებ - 03 მარ
სტანდარტი
მაღაზიის მენეჯერი
მარნეულის მუნიციპალიტეტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: office@baraka.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1800
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
შპს „ბარაქა“ არის კომპანია, რომელიც პროფესიონალთა გუნდის მხარდაჭერით აქტიურად ზრუნავს აგრარული სექტორის განვითარებაზე. კომპანია უზრუნველყოფს თანამედროვე ინოვაციებისა და ახალი მიდგომების დანერგვას და ამჟამად ფლობს საქართველოს მასშტაბით 10 ქსელურ აგრომაღაზიასა და ფერმერთა მომსახურების ცენტრს.
ჩვენ გთავაზობთ დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, ახალგაზრდულ და მაქსიმალურ შედეგზე ორიენტირებულ გუნდში, სადაც ხელშეწყობილია პროფესიული ზრდა და კარიერული განვითარება.
გვიხილეთ:
Facebook-ზე - https://www.facebook.com/Baraka.Georgia
ვებ-გვერდზე - http://www.baraka.ge
ვეძებთ ახალ თანამშრომლებს მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე მარნეულში.
ბარაქა გთავაზობთ:
კანდიდატი უნდა გამოირჩეოდეს მაღალი კომუნიკაციის უნარით, განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომითა და წარმატების მიღწევის ძლიერი მოტივაციით. მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის სფეროში პროფესიული ზრდისა და განვითარების ინტერესი. სასურველია ასევე კარგი ორგანიზატორული უნარ-ჩვევები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ეფექტური მოლაპარაკების უნარი და დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა.
აუცილებელია ფლობდეს მსუბუქ ავტო-მანქანას.
ძირითადი მოვალეობები:
- ფილიალის ეფექტურად და შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა (კონსულტანტი, მოლარე-ოპერატორი, გაყიდვების მენეჯერების და სხვა)
- სალაროს, მარაგებისა და ნაშთების კონტროლი
- არსებულ მომხმარებლებთან მუდმივი კონტაქტი, მომსახურება;
- პროდუქციის გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
- გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და ორგანიზება;
- პოტენციური მომხმარებლების მოძიება, შეთავაზების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება;
- გაყიდვების ზრდის სტიმულირება;
- პოტენციური მომხმარებლების მონაცემთა ბაზის შექმნა და რეგულარული განახლება;
- მომხმარებლების მოთხოვნილებების განსაზღვრა, დამუშავება და შესრულება;
- პოტენციურ და არსებულ მომხმარებელთან მუდმივი ვიზიტები;
- პოტენციურ და არსებულ მომხმარებელთან მუდმივი სატელეფონო კომუნიკაცია;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარები:
- უმაღლესი განათლება
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია ფლობდეს მსუბუქ ავტო-მანქანას.
- ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
- ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა;
- კომპიტერულ პროგრამების ცოდნა;
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- საწვავის ლიმიტი და ყოველთვიურად მანქანის ცვეთის თანხა (150 ლარი)
- კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით
ანაზღაურება: მოჭრილი ხელფასი 1800 ლარი (NET) და დამატებით საბონუსე სისტემას.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შაბათი მოკლე დღეა და კვირა დასვენების დღე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: office@baraka.ge. ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება მაღაზიის მენეჯერი მარნეულში.
შეტყობინება: "ბარაქა“ (შემდგომში კომპანია) საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც „ბარაქასთვის" ხელმისაწვდომი გახდება ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადის განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს რეზიუმეს/CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული თქვენი პერსონალური მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
„ბარაქა“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ კომპანიის შესაბამის საკონტაქტო მონაცემებზე.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანიისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ ხსენებული დებულებების შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "ბარაქას" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც „ბარაქას" დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://baraka.ge/
გისურვებთ წარმატებებს!
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
