03 თებ - 21 თებ
სტანდარტი
რეაბილიტაციის ცენტრის ფსიქოლოგი
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 599586988
მისამართი: ბათუმი. სათნოების ქუჩის 1ჩიხი 5

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო ფსიქოლოგია
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: თავისუფალი გრაფიკი - მოქნილი საათები
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება: (+ ბონუსი 1000 )
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): საპენსიო წილის ანაზღაურება,მწვანე სივრცეები და დასასვენებელი ადგილები,ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება,ბონუსები და წახალისება

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სამედიცინო ფსიქოლოგია
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: მაგისტრი, დოქტორი
  • საგანმანათლებლო პროგრამები: სოციალური ფსიქოლოგია, ფსიქოლოგია (სოციალური ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია)
  • ენები: ქართული
ა(ა)იპ სამედიცინო ასოციაცია ,,თანა" ს აცხადებს ფსიქოლოგის ვაკანსიას შშმპ-თა დღის ცენტრისა და დედათა და ბავშვთა თავშესაფარისათვის.

ფსიქოლოგის მოვალეობები შშმ პირთა დღის ცენტრში
ფსიქოლოგი ვალდებულია:
  • განახორციელოს ბენეფიციართა ფსიქოლოგიური შეფასება მათი ფუნქციური შესაძლებლობებისა და ფსიქოემოციური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით.
  • მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური მომსახურების/რეაბილიტაციის გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში.
  • უზრუნველყოს ინდივიდუალური და/ან ჯგუფური ფსიქოლოგიური მომსახურება ბენეფიციარის საჭიროებების შესაბამისად.
  • იმუშაოს ქცევითი სირთულეების პრევენციასა და მართვაზე.
  • ხელი შეუწყოს ბენეფიციართა სოციალურ ინტეგრაციას, თვითრეგულაციასა და დამოუკიდებელი უნარების განვითარებას.
  • გაუწიოს კონსულტაცია მშობლებსა და კანონიერ წარმომადგენლებს.
  • ითანამშრომლოს მულტიდისციპლინურ გუნდთან (სოციალური მუშაკი, სპეციალური პედაგოგი, თერაპევტი და სხვ.).
  • აწარმოოს პროფესიული დოკუმენტაცია დადგენილი წესის შესაბამისად.
  • დაიცვას კონფიდენციალობა და ბენეფიციარის ღირსება.
  • იმოქმედოს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

ფსიქოლოგის მოვალეობები დედათა და ბავშვთა თავშესაფარში
ფსიქოლოგი ვალდებულია:
  • ჩაატაროს დედებისა და ბავშვების ფსიქოლოგიური და კრიზისული შეფასება.
  • უზრუნველყოს კრიზისული ინტერვენცია (ოჯახში ძალადობის, ტრავმის, სტრესის, შფოთვის შემთხვევებში).
  • გაუწიოს ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოლოგიური დახმარება ბენეფიციარებს.
  • ბავშვებთან იმუშაოს ასაკისა და განვითარების შესაბამისი მეთოდებით.
  • ხელი შეუწყოს დედა-შვილის უსაფრთხო და მხარდამჭერი ურთიერთობის ჩამოყალიბებას.
  • მოახდინოს რისკების იდენტიფიცირება (თვითდაზიანება, სუიციდური რისკი, ძალადობა).
  • საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს შესაბამისი უწყებების ინფორმირება კანონით დადგენილი წესით.
  • ითანამშრომლოს სოციალური მუშაკის, იურისტისა და სხვა სპეციალისტებთან.
  • დაიცვას ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: tanabatumi@gmail.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 599586988
სამედიცინო
ფსიქოლოგია
ნახვები
უნიკალური ნახვები