დღეს - 20 თებ
ბრენდის კონსულტანტი
თბილისი
ბათუმი
თელავის მუნიციპალიტეტი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) ბრენდ - მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) ბრენდ - მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • ენები: ქართული
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ბრენდის კონსულტანტის (EMTOP, JADEVER, EINHELL) პოზიციაზე თბილისში, ბათუმში, თელავსა და გორში .
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.
"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 2000-ზე მეტ თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
გორგია წარმოდგენილია 13 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • თანამშრომლის ფასდაკლებას;
  • კვებას;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ბრენდის უპირატესობების გაცნობა მომხმარებლისთვის;
  • ყოველდღიური ანალიზების კეთება;
  • სტენდის მოწესრიგება;
  • ნაშთების კონტროლი;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებასგაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ბრენდ - მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები