დღეს - 28 თებ
გაყიდვების კონსულტანტი
ბათუმი, აეროპორტის უბანი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სატრანსპორტო საშუალებები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    გაყიდვები გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სატრანსპორტო საშუალებები
  • ენები: ქართული
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 21 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:


კომპანია „ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის(სატვირთო ავტომობილების მიმართულებით) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი 257;

სამუშაო საათები: 10:00 - 19:00.

ძირითადი მოვალეობები:

  • სატვირთო ავტომობილის პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა (საბურავები, საცხებ-საპოხი მასალები, აკუმულატორები, ავტონაწილები);
  • კლიენტებთან კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის შეთავაზება;
  • ფილიალში პროდუქციის სათანადოდ განლაგება;
  • სატელეფონო ზარების განხორციელება, პროდუქციის შეთავაზების მიზნით;
  • ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ;
  • გაყიდვების გეგმების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია სატვირთო ავტომობილების სფეროში სამუშაო გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა
ნახვები
უნიკალური ნახვები