30 იან - 18 თებ
რესტორნის სუპერვაიზერი/მიმტანი
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება მაგიდის სერვისი, სერვისის მენეჯმენტი, რესტორნის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი, სტუმართმოყვარეობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სასტუმრო / რესტორანი / კვება მაგიდის სერვისი, სერვისის მენეჯმენტი, რესტორნის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    დასვენება და მოგზაურობა დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი, სტუმართმოყვარეობა
  • ენები: ქართული,ინგლისური
საერთაშორისო სასტუმრო ქსელი "Best Western Plus Batumi / ბესთ უესტერნ პლას ბათუმი „ რომელიც 2024 წლის გაზაფხულს გაიხსნა, აცხადებს ვაკანსიებს კვებისა და სასმელების დეპარტამენტში შემდეგ პოზიციებზე:

რესტორნის სუპერვაიზერი

ძირითადი მოვალეობები
  • სასტუმროს კვების ობიექტებზე სასმელებისა და კვების დეპარტამენტში მაღალი სტანდარტით სერვისის უზრუნველყოფა და სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება;
  • კვების ობიექტის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველყოფა, რესტორნის დარბაზის მომზადება სტუმრების მისაღებად;
  • მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
  • მარაგების კონტროლი და მონიტორინგი;
  • დეპარტამენტის გუნდის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის ზედამხედველობა და სამუშაოს ეფექტურობის ზრდის უზრუნველყოფა;

საჭირო უნარები:
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სტუმრის კმაყოფილებაზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობიანი, შრომისმოყვარე და ენერგიული.

საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:
  • სასმელებისა და კვების მიმართულებით ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • სარესტორნო საოპერაციო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად

მიმტანი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • რესტორნის სივრცის მომზადება სტუმრების მოსვლამდე;
  • მენიუს და სხვა სასტუმროს ინფორმაციის ზედმიწევნით ცოდნა;
  • სტუმრებისთვის მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმირება, მისი მომზადების წესისა და შემადგენლობის ცოდნა და საჭიროებისამებრ სტუმრისთვის ახსნა;
  • შეკვეთის სწორი აღება, ანგარიშის გახსნა და დროული გამასპინძლება სტანდარტების შესაბამისად;
  • სტუმრებთან და კოლეგებთან დადებითი და ეფექტური კომუნიკაცია;
  • სტუმართან ყურადღებით ყოფნა, საჭიროებისამებრ დამატებით შეკვეთის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უპირატესად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

საჭირო პიროვნული უნარები:
  • ორგანიზებულობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • პოზიტიურობა, ენერგიულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • დროის მართვის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bwplusbatumi.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.
გისურვებთ წარმატებას!

სასტუმრო / რესტორანი / კვება
მაგიდის სერვისი,
სერვისის მენეჯმენტი,
რესტორნის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები