შემდეგი
30 იან - 28 თებ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
ტრენინგ კურსები - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
ტრენინგ კურსები - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისებისაყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG - ენები: ქართული
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ტრენინგების სპეციალისტის პოზიციაზე, თბილისში.
ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ ტრენერს, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თანამშრომლების განვითარებაში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და კორპორატიული კულტურის გაძლიერებაში. თუ გაქვთ ტრენინგების ჩატარების გამოცდილება და გიყვართ ადამიანებთან მუშაობა, მაშინ ეს პოზიცია თქვენთვისაა!
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. „გორგია“ მომხმარებლებს 400-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 100 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000 - მდე თანამშრომელს. კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე სომხეთში, აზერბაიჯანსა და ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წერეთლის 140
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- თანამშრომლის ფასდაკლებას;
- კვებას;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ტრენინგების დაგეგმვა, შემუშავება და ჩატარება, როგორც ახალი, ისე არსებული თანამშრომლებისთვის;
- მომსახურების ხარისხის შეფასება: ფილიალებში პერიოდული ვიზიტების განხორციელება, მომსახურების ხარისხის შეფასება, მიღებული უკუკავშირის საფუძველზე რეკომენდაციებისა და ტრენინგ-მოდულების მომზადება;
- On-Job ტრენინგის ჩატარება: სამუშაო ადგილზე (on-job) პრაქტიკული ტრენინგების ჩატარება, რომელიც ორიენტირებულია უშუალო სამუშაო პროცესებში Soft სქილების დანერგვასა და კონკრეტული უნარების გაუმჯობესებაზე;
- სასწავლო პროგრამებში ჩართულობა: არსებული სასწავლო მასალების განახლებაში, ახალი პროგრამებისა და მოდულების შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა თანამედროვე ტენდენციებისა და კომპანიის საჭიროებების შესაბამისად;
- ადაპტაციის პროცესში ჩართულობა: ეფექტური ინტეგრაციის მიზნით ახალი თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ადაპტაციის (Onboarding) პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ტრენინგების ჩატარების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- TOT სერტიფიკატი;
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ - ჩვევები:
- ტრენინგების საჭიროებების იდენტიფიცირებისა და პროგრამების შემუშავების უნარი;
- ორგანიზებულობა;
- პრეზენტაციის და კომუნიკაციის უნარები;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
გისურვებთ წარმატებებს!
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
ტრენინგ კურსები
ნახვები
უნიკალური ნახვები