შემდეგი
30 იან - 28 თებ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
მსუბუქი ავტომობილის მართვა - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1500
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: თურქული
- მართვის მოწმობა: B კატეგორია
საოჯახო ტექსტილის კომპანია „Manamo Home“ - აცხადებს ვაკანსიას პირადი მძღოლის პოზიციაზე ქ. თბილისში
რას გთავაზობთ ჩვენ:
- კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ გუნდს და მხარდაჭერას პროფესიულ ზრდაში;
- სპეციალურ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1500 ლარიდან
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის მანქანით დირექტორის ყოველდღიური გადაადგილების უზრუნველყოფა უსაფრთხოდ, დროულად და კომფორტულად;
- სტუმრებისა და თანამშრომლების აეროპორტში გაცილება/დახვედრა;
- პასუხისმგებლობაში არსებული ავტომობილის სისუფთავისა და ტექნიკური გამართულობის მუდმივი კონტროლი;
- საგზაო შემთხვევის შემთხვევაში სწორი და პასუხისმგებლიანი რეაგირება — ხელმძღვანელის ინფორმირება და კომუნიკაცია სადაზღვევო კომპანიასთან;
- საწვავისა და სერვისის ხარჯების აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგება;
- საჭიროების შემთხვევაში გადაადგილება ფილიალებსა და სერვისცენტრებს შორის;
- სამუშაო მოვალეობების ფარგლებში მივლინებების შესრულება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში (ხარჯების კომპანიის მხრიდან ანაზღაურებით);
- დებულებით განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება და თანამშრომლობა კომპანიის სხვადასხვა რგოლთან;
რას ველით შენგან:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია პირადი მძღოლის პოზიციაზე);
- ავტომობილის მართვის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება და B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- თბილისის ქუჩების კარგი ცოდნა და ნავიგაციის აპლიკაციების გამოყენების უნარი;
- ავტომობილის საბაზო ტექნიკური ცოდნა (სასურველია);
- უპირატესობა მიენიჭება თურქული ენის მცოდნე კანდიდატებს.
დამატებითი ინფორმაცია:
- მივლინებების დროს გადაადგილებასთან დაკავშირებული ხარჯები სრულად ანაზღაურდება კომპანიის მხრიდან;
- სამუშაო გრაფიკი მოქნილია და დამოკიდებულია დირექტორის სამუშაო განრიგზე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@manamohome.com
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: პირადი მძღოლი
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ Manamo Home დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით და შეინახავს მას 6 თვის განმავლობაში.
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
მსუბუქი ავტომობილის მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები