30 იან - 28 თებ
ვიპ
ხაბაზი
თბილისი, საბურთალო, ალ.ყაზბეგის გამზ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@tserti.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
პურ-ფუნთუშეულის ცხობა - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1200
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):სასტუმრო / რესტორანი / კვება
პურ-ფუნთუშეულის ცხობა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - ენები: ქართული
„წერტი“ აცხადებს ვაკანსიას ხაბაზის პოზიციაზე ქ. თბილისში (ლოკაცია - საბურთალო, ყაზბეგის გამზირი).
კომპანია წერტი დაარსდა 2019 წელს და ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელია ისეთი პროდუქტების მიმართულებით, როგორიცაა - ნედლი ხორცი, რძის პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული და სხვა. დღეისათვის წერტი აერთიანებს 6 ფილიალში დასაქმებულ 160 თანამშრომელს.
ფუნქცია-მოვალეობები:
- რეცეპტურის მიხედვით პურის ბუნებრივი საფუარის მომზადება;
- რეცეპტურის მიხედვით პურის ცომის მომზადება;
- ცომის მზაობის შემოწმება და მზა ცომის მაფორმირებელ სათავსოში გადატანა;
- ფორმირების პროცესში წონების შემოწმება და კონტროლი;
- ფორმირებული ცომის ღუმელში გადატანა და გამოცხობა;
- ცხობის პროცესში რეცეპტურების დაცვა;
- დამზადებული პურის რაოდენობებისა და სახეობების აღრიცხვა;
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა.
კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები/უნარები:
- სასურველია მსგავსს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული.
- მოქნილი, სხარტი, შრომისუნარიანი;
- კეთილსინდისიერი, პასუხისმგებლობის გძნობის მქონე.
ჩვენ გთავაზობთ:
- ანაზღაურება - 1200 ლარი;
- გრაფიკი - 2/2-ზე (2 დღე მუშაობა მომდევნო 2 დღე დასვენება);
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
- გუნდურ, აქტიურ, დინამიკურ სამუშაო გარემოს;
- ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად, სიახლეების შექმნაში ჩართვის შესაძლებლობას;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tserti.ge 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:
გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.
კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.
თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.
გისურვებთ წარმატებას!
სასტუმრო / რესტორანი / კვება
პურ-ფუნთუშეულის ცხობა
ნახვები
უნიკალური ნახვები
