30 იან - 28 თებ
ბუღალტერი ხელფასების მიმართულებით
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები ბუღალტრული აღრიცხვა, ხელფასები
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ბუღალტერია / ფინანსები ბუღალტრული აღრიცხვა, ხელფასები
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
"გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკაში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს: ბუღალტერი ხელფასების მიმართულებით (payroll accountant)

"გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა" წარმოადგენს ინოვაციურ, მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც მოწინავე პოზიციას იკავებს ქართულ ჯანდაცვის სფეროში. კლინიკა აერთიანებს მაღალკვალიფიციურ, გამოცდილ სპეციალისტებს და უახლეს, მაღალტექნოლოგიურ დიაგნოსტიკურ და სამკურნალო აპარატურას. ჩვენი ინტეგრირებული მიდგომა უზრუნველყოფს პაციენტებისთვის კომპლექსურ, უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო სერვისებს, რაც განაპირობებს ზუსტ დიაგნოსტიკასა და ეფექტურ მკურნალობას ყველა პროფილის მიმართულებით.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მარცხენა სანაპირო კოსმონავტების 45ა
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 09:30 18:30 საათამდე

ძირითადი მოვალეობები:
  • თანამშრომლების ხელფასების, დანამატების, ბონუსებისა და ზეგანაკვეთური ანაზღაურების აღრიცხვა და ბუღალტრულ პროგრამაში შეყვანა.
  • შვებულებების, ავადმყოფობის ფურცლებისა და არასამუშაო დღეების აღრიცხვა
  • ხელფასებთან დაკავშირებული გადასახადების დარიცხვა (საშემოსავლო, საპენსიო შენატანი)
  • ხელფასის უწყისების მომზადება და საბანკო გადარიცხვების ორგანიზება
  • თანამშრომელთა პირადი მონაცემების (ხელფასი, გრაფიკი, სტატუსი) მართვა და განახლება
  • შრომით ხელშეკრულებებთან დაკავშირებული მონაცემების ასახვა აღრიცხვაში
  • HR/ბუღალტერიასთან თანამშრომლობა ხელფასების კორექტულობის უზრუნველსაყოფად
  • მოთხოვნის შემთხვევაში – ხელფასებთან დაკავშირებული ანგარიშგებების მომზადება მენეჯმენტისთვის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება: ფინანსები / ბუღალტერია / ეკონომიკა (სასურველია)
  • სამუშაო გამოცდილება Payroll-ში ან ბუღალტერიაში (სასურველია ჯანდაცვის სფეროში)
  • საქართველოს შრომის კოდექსისა და ხელფასთან დაკავშირებული საგადასახადო წესების ცოდნა
  • ხელფასების დარიცხვის პრაქტიკული გამოცდილება
  • საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება სასურველია ORIS7)
  • Excel-ის კარგი ცოდნა (ცხრილები, ფორმულები)

პიროვნული უნარები:
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • კონფიდენციალური ინფორმაციის მკაცრი დაცვა
  • დროის ეფექტური მართვა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • კომუნიკაციის უნარი (თანამშრომლებთან და მენეჯმენტთან)

სასურველი დამატებითი მოთხოვნები (არასავალდებულო):
  • კლინიკაში ან მრავალშტატიან ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება
  • ცვლაში/გრაფიკზე მომუშავე პერსონალის ხელფასების დარიცხვის გამოცდილება
  • ანგარიშგებების მომზადების გამოცდილება

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე hr@hgh.ge
სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიცია
გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა,
ხელფასები
ნახვები
უნიკალური ნახვები