30 იან - 28 თებ
ფრონტ ოფისის ცვლის უფროსი
ქობულეთის მუნიციპალიტეტი, ბუკნარი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება ფრონტ ოფისის ოპერაციები
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი, სტუმართმოყვარეობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1500

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სასტუმრო / რესტორანი / კვება ფრონტ ოფისის ოპერაციები
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    დასვენება და მოგზაურობა დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი, სტუმართმოყვარეობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • ენები: ქართული
პრემიუმ ხარისხის ზღვისპირა სასტუმრო კომპლექსი Buknari Hotel მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროდან 10 მეტრში, ბათუმიდან 15 წუთის სავალზე.
სასტუმრო შედგება 104 ნომრისგან და აერთიანებს თანამედროვე ინფრასტრუქტურას, მათ შორის დახურულ და ღია აუზებს, რესტორნებს, პადელის მოედანს, ბიჩ-ქლაბსა და რეკრეაციულ სივრცეებს.
ჩვენ ვეძებთ პროფესიონალებს, რომლებიც შემოგვიერთდებიან გუნდში, რათა ბერთად უზრუნველვყოთ მაღალი სტანდარტის მომსახურება ჩვენი სტუმრებისთვის.

Buknari Hotel აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:ფრონტ ოფისის ცვლის უფროსი
ხელფასი: 1 500 ლარი (NET)
მდებარეობა: ბუკნარი

ძირითადი მოვალეობები:
  • ცვლის განმავლობაში ფრონტ ოფისის/რესეფშენის ოპერაციების კოორდინაცია და კონტროლი;
  • ცვლაში მომუშავე პერსონალის საქმიანობის ზედამხედველობა;
  • რეზერვაციების, ჩეკ-ინი/ჩეკ-აუტისა და მიღება-გაწერის პროცესების კონტროლმომსახურების სტანდარტების დაცვა და შესრულების მონიტორინგი;
  • ცვლის ანგარიშგების მომზადება და ინფორმაციის მართვა;
  • მომხმარებლებთან/სტუმრებთან ურთიერთობის პროცესის მხარდაჭერა და პრობლემების დროული გადაჭრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ფრონტ ოფისში/რესეფშენზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, სასურველია ცვლის უფროსის ან უფროსი თანამშრომლის პოზიციაზე;
  • რეზერვაციების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ფრონტ ოფისის/რესეფშენის ყოველდღური ოპერაციების და მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
  • ინგლისური და დამატებითი უცხო ენის ცოდნა;
  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება მომსახურების, ტურიზმის ან სხვა მსგავსი მიმართულებით;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში სწრაფი რეაგირების უნარი;
  • პასუხიმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: Hr@buknarihotel.com

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ: თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი,
დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული
დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბოუნდ ეიჩარ
სოლუშენის” მიერ;
ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;
აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).

სასტუმრო / რესტორანი / კვება
ფრონტ ოფისის ოპერაციები
ნახვები
უნიკალური ნახვები