30 იან - 28 თებ
ბუღალტერი
ქობულეთის მუნიციპალიტეტი, ბუკნარი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები ბუღალტრული აღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი, სტუმართმოყვარეობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 2000

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ბუღალტერია / ფინანსები ბუღალტრული აღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    დასვენება და მოგზაურობა დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი, სტუმართმოყვარეობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • ენები: ქართული
პრემიუმ ხარისხის ზღვისპირა სასტუმრო კომპლექსი Buknari Hotel მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროდან 10 მეტრში, ბათუმიდან 15 წუთის სავალზე.
სასტუმრო შედგება 104 ნომრისგან და აერთიანებს თანამედროვე ინფრასტრუქტურას, მათ შორის დახურულ და ღია აუზებს, რესტორნებს, პადელის მოედანს, ბიჩ-ქლაბსა და რეკრეაციულ სივრცეებს.
ჩვენ ვეძებთ პროფესიონალებს, რომლებიც შემოგვიერთდებიან გუნდში, რათა ბერთად უზრუნველვყოთ მაღალი სტანდარტის მომსახურება ჩვენი სტუმრებისთვის.

Buknari Hotel აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე: ბუღალტერი

ხელფასი: 2 000 ლარი (NET)
მდებარეობა: ბუკნარი

ძირითადი მოვალეობები:
  • ბუღალტრული გადარიცხვების და გატარებების განხორციელება;
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება, აღრიცხვა და სისტემატიზება;
  • მიღებული დოკუმენტაციის სიზუსტის გადამოწმება და ხარვეზების არსებობის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • ბიუჯეტის (შემოსავლები/ხარჯები) შედარება ფაქტიურ მონაცემებთან და ცვლილებების ანალიზი;
  • ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
  • კომპანიის ხელშეკრულებების შემოწმება საგადასახადო კუთხით;
  • კომპანიის საბუღალტრო ოპერაციების შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ანალიზი და კონტროლი;
  • შიდა აუდიტორული შემოწმებების მხარდაჭერა საბუღალტრო ოპერაციების ნაწილში;
  • ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა ხელმძღვანელისთვის;
  • საბუღალტრო პროცესების შესაბამისობის მონიტორინგი, შიდა კონტროლის სტანდარტების დაცვით;
  • აუდიტორებთან თანამშრომლობა და აუდიტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • კომპანიის ფინანსური ინფორმაცია სისტემატიზება, დაარქივება და კონფიდენციალურობის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბუღალტერიაში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ბუღალტრული გადარიცხვებისა და საბუღალტრო ოპერაციების განხორციელების პრაქტიკული გამოცდილება;
  • სასტუმრო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
  • ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგებების მომზადების უნარი;
  • შემოსავლების აღრიცხვის, გაყიდვებთან დაკავშირებული ოპერაციებისა და საგადასახადო მოთხოვნების სრულყოფილი ცოდნა;
  • უმაღლესი განათლება ბუღალტერიის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Excel, ERP ან/და ფინანსური პროგრამები (სასურველია);
  • ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: Hr@buknarihotel.com

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და
სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ;
ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;
აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).

ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები