30 იან - 28 თებ
მთავარი სტიუარდი
ქობულეთის მუნიციპალიტეტი, ბუკნარი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება ჭურჭლის რეცხვა
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი, სტუმართმოყვარეობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 3500

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სასტუმრო / რესტორანი / კვება ჭურჭლის რეცხვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    დასვენება და მოგზაურობა დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი, სტუმართმოყვარეობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • ენები: ქართული
პრემიუმ ხარისხის ზღვისპირა სასტუმრო კომპლექსი Buknari Hotel მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროდან 10 მეტრში, ბათუმიდან 15 წუთის სავალზე.
სასტუმრო შედგება 104 ნომრისგან და აერთიანებს თანამედროვე ინფრასტრუქტურას, მათ შორის დახურულ და ღია აუზებს, რესტორნებს, პადელის მოედანს, ბიჩ-ქლაბსა და რეკრეაციულ სივრცეებს.
ჩვენ ვეძებთ პროფესიონალებს, რომლებიც შემოგვიერთდებიან გუნდში, რათა ბერთად უზრუნველვყოთ მაღალი სტანდარტის მომსახურება ჩვენი სტუმრებისთვის.

Buknari Hotel აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე: მთავარი სტიუარდი

ხელფასი: 3 500 ლარი (NET)
მდებარეობა: ბუკნარი

ძირითადი მოვალეობები:
  • სტიუარდინგ დეპარტამენტის სრული ოპერაციული მართვა;
  • გუნდის ხელმძღვანელობა, სამუშაო გრაფიკების შედგენა და პროცესის კოორდინაცია;
  • ჭურჭლის, სამზარეულოს ინვენტარისა და აღჭურვილობის რეცხვისა და დეზინფექციის პროცესების კონტროლი;
  • სამზარეულოს, ბუფეტებისა და კვების ზონების სისუფთავისა და სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა;
  • HACCP-ის, კვების უსაფრთხოების და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა და მუდმივი კონტროლი;
  • სტიუარდინგ დეპარტამენტის ბიუჯეტთან დაკავშირებული პროცესების მხარდაჭერა;
  • დაზიანებული ან დაკარგული ინვენტარის აღრიცხვა და შესაბამისი ანგარიშგება;
  • სამზარეულოს დეპარტამენტის თანამშრომლებთან და F&B ზედამხედველთან ეფექტური კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მთავარი სტიუარდის პოზიციაზე;
  • სტიუარდინგ ოპერაციების სრულყოფილი ცოდნა;
  • HACCP-ისა და სანიტარული ნორმების სრულყოფილი ცოდნა;
  • ლიდერული უნარები;
  • დროისა და სამუშაო პროცესების ეფექტური მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში რეზუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: Hr@buknarihotel.com

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და
სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ;
ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;
აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).

სასტუმრო / რესტორანი / კვება
ჭურჭლის რეცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები