29 იან - 05 თებ
საცალო სერვისცენტრის მენეჯერი
რუსთავი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო სხვა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ფილიალის მართვა
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • ენები: ქართული
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საცალო სერვისცენტრის მენეჯერი რუსთავში

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
ვაკანსია:საცალო სერვისცენტრის მენეჯერი
ლოკაცია: რუსთავის ავტობაზრობა

კრედო ბანკი 27 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 95 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი გუნდურობით და ერთმანეთის მხარდაჭერით მიიღწევა
#ჩვენიძალაგუნდურობაში

პოზიციის მიზანი
საცალო სერვიცენტრის მენეჯერი პასუხისმგებელია სს „კრედო ბანკის“ სერვის ცენტრის საბანკო მომსახურების გაწევაზე, კრედოს მიზნების, მისწრაფებების და სამუშაო სტრატეგიიდან გამომდინარე; ასევე, პასუხისმგებელია, უზრუნველყოს კრედოს არსებული მომხმარებლის გააქტიურება და ახალი მომხმარებლის მოზიდვა, ონბორდინგი, ტრანზაქციების სტიმულირება. მოვალეობები შეიცავს საცალო/საკრედიტო ფუნქციების ყოველდღიურ შესრულებას.

სამუშაო აღწერილობა:
  • დოკუმენტაციის მიღება და რეგისტრაცია – ფილიალში კლიენტების მიღებული დოკუმენტების აღრიცხვა.
  • საკრედიტო, არასაკრედიტო და საბანკო სერვისებით კლიენტებისათვის სწრაფი და ეფექტური მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული ოპერაციების კონტროლი, ხარვეზებზე დროული რეაგირება და მათ გამოსწორებაზე ზრუნვა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ საბანკო მომსახურების პროდუქტების გაყიდვების მართვა, კოორდინაცია და ყოველდღიური მონიტორინგი;
  • სიახლეების დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
  • საბანკო მომსახურების პირობებში და პოლიტიკებში ცვლილებების შესახებ გუნდში ინფორმაციის დროული და ეფექტური გავრცელება;
  • დანერგილი სიახლეების უხარვეზოდ შესრულების უზრუნველყოფა;
  • კლიენტთა მომსახურებისას შექმნილი არასტანდარტული პრობლემების და საკითხების გადაჭრა;
  • ახალი კლიენტების მოზიდვის მიზნით აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  • კლიენტთა მომსახურებაში ჩართულ თანამშრომლებს შორის ფუნქციების ეფექტურად განაწილების უზრუნველყოფა;
  • სამუშაო ბაზების გუნდში განაწილება და მათი ეფექტურად გამოყენების უზრუნველყოფა;
  • მიკრო სეგმენტის კლიენტების სადეპოზიტო პორტფელის მართვა, სადეპოზიტო პორტფელის ზრდის და შენარჩუნების უზრუნველყოფა;
  • არასაკრედიტო და ციფრული პროდუქტების გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
  • მომხმარებელთა ციფრული ქცევის განვითარებასა და არასაკრედიტო პროდუქტების შესახებ მომხმარებელთა ინფორმირებულობის ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • გუნდის წევრებთან მუდმივი კომუნიკაცია და დროული უკუკავშირის მიცემა;
  • გუნდის წევრების მოტივაციაზე და განვითარებაზე ზრუნვა;
  • ფრონტის ერგონომიულ გარემოზე ზრუნვა, სერვის ცენტრის საინფორმაციო მასალით აღჭურვის კონტროლი და დროული მოწესრიგების უზრუნველყოფა;
  • კლიენტების მომსახურების სივრცეში საქმიანი და სასიამოვნო გარემოს შექმნაზე ზრუნვა;
  • რიგების მართვის კონტროლი;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების და რეზერვი თანამშრომლების რესურსის დაგეგმვა და ეფექტურად გადანაწილება;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების დასვენებების და მორიგეობის ცხრილის შედგენა და მათი შესრულების კოორდინაცია;
  • პერსონალის შერჩევაში აქტიური ჩართულობა და მათი სწავლების პროცესის მართვა,პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე ზრუნვა;
  • საცავის მართვის პროცესებში მონაწილეობა;
  • სამუშაო დღის ბოლოს ანგარიშგების მომსახურებასთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ დოკუმენტების შეგროვების, გადამოწმების და სათანადო შენახვის უზრუნველყოფა, კონტროლი;
  • სამუშაო დღის ბოლოს ანგარიშების მომსახურებასთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ დოკუმენტების შეგროვების, გადამოწმების და სათანადო შენახვის უზრუნველყოფა;w საჭიროების შემთხვევაში როტაციების შესაძლებლობა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ კრედოს ჩაცმის ეტიკეტის დაცვის კონტროლი;
  • კლიენტთა მომსახურებაში შექმნილი არასტანდარტული საკითხების და პრობლემების გადაჭრის კოორდინაცია;
  • საჭიროების შემთხვევაში სათავო ოფისის შესაბამის განყოფილებებთან კომუნიკაცია;
  • კლიენტების მომსახურების სივრცეში საქმიანი და სასიამოვნო გარემოს არსებობის კონტროლი;
  • სამუშაო ადგილების საოფისე ნივთებით, აღჭურვილობით, ავეჯით და სხვა მარაგების უზრუნველყოფის კონტროლი და რეგ. მენეჯერისა და განყოფილების უფროსის დროული ინფრომირება შექმნილი პრობლემების შესახებ;
  • სალაროს ოპერაციების კონტროლი კომპანიაში დანერგილი პროცედურის მიხედვით.
  • სს“ კრედო ბანკის“ პოლიტიკითა და პროცედურით განსაზღვრული სხვა მოვალეობების შესრულება, რომლებიც შესაძლოა, დაევალოს ზედამხედველის მიერ.

ზოგადი პასუხისმგებლობები:
  • კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
  • საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
  • ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
  • ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
  • შრომის უსაფრთხოების ტრენინგზე დასწერება და დანართი N2-ის ხელმოწერით დადასტურება;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერითდადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს).
  • სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა

ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალების მიმართ ყურადღება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა ;
  • დახარისხებისა და სისტემატიზაციის უნარი.
  • საკრედიტო და საოპერაციო პოლიტიკების კარგი ცოდნა;
  • გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოების ეფექტური უნარები;
  • პრობლემური სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
#გახდიკრედოელი

განცხადების მიღების ვადა: 5 თებერვალი, 2026 წელი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
საბანკო
სხვა
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები