29 იან - 04 თებ
პრობლემური სესხის მენეჯერი / PD
გორის მუნიციპალიტეტი
ახალციხის მუნიციპალიტეტი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო უნივერსალური საბანკო მომსახურება, ვადაგადაცილებული სესხების მართვა
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    საბანკო უნივერსალური საბანკო მომსახურება, ვადაგადაცილებული სესხების მართვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - პრობლემური სესხის მენეჯერი (PD) შიდა ქართლსა და სამცხე ჯავახეთის რეგიონში

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
პოზიცია: პრობლემური სესხის მენეჯერი (PD)

კრედო ბანკი 27 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 95 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს”
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი გუნდურობით და ერთმანეთის მხარდაჭერით მიიღწევა
#ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ:
  • პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

Ძირითადი ფუნქცია:
  • დაქვემდებარებული პრობლემური სესხების მართვის ოფიცრების (PD) და პრობლემური აქტივების მართვის ოფიცრების (PD) საქმიანობის კოორდინირება და მენეჯმენტი;
  • პრობლემური სესხების მართვის ოფიცრებსა (PD) და პრობლემური აქტივების მართვის ოფიცრებს შორის მიმდინარე ვადაგადაცილებული სესხების აქტივების განაწილება და კონტროლი;
  • პრობლემური სესხის მენეჯერი (PD) ვალდებულია, ყოველი თვის 5 რიცხვამდე, თავისი ჯგუფის პრობლემურ ოფიცრებს, გადააწეროს ყველა >30 დღეზე მეტი ვადაგადაცილების მქონე მსესხებელი;
  • სამსახურიდან წასული ან დაწინაურებული სესხის ოფიცრების მიმდინარე ვადაგადაცილებული პორტფელი, გაუნაწილოს შესასრულებლად პრობლემური სესხის ოფიცერს, ამავე პოლიტიკის მიხედვით, სიას უგზავნის ს/ც-ის მმართველი;
  • პრობლემურ კლიენტებთან ადგილზე ვიზიტები (ჯგუფის ყველა პრობლემური აქტივების მართვის ოფიცერთან (PD) ერთად შერჩევითობის პრინციპით)
  • მიმდინარე ვადაგადაცილებული სესხების განხილვა თვეში ორჯერ;
  • თვის განმავლობაში, ჩაატაროს მონიტორინგი მისი ჯგუფის ოფიცრების 50%-ის მსესხებლებთან (შერჩევითობის პრინციპით);
  • ორგანიზაციის პოლიტიკის შესაბამისად, მიმდინარე ვადაგადაცილებული დავალიანების მქონე მსესხებლებთან და მათ თავდებებთან/გარანტორებთან ვიზიტების განხორციელება;
  • განსაკუთრებულად გაპრობლემებული კლიენტების მინიმუმ 1%-ის მონიტორინგი თვეში ერთხელ;
  • თვეში ერთხელ, იმ კლიენტების მინიმუმ 1%-ის მონიტორინგი, რომლებმაც განაახლეს თანხის დაფარვა;
  • მონიტორინგის შემდგომი კომენტარების დაფიქსირება PLMS ბაზაში, ასევე შესაბამისი დოკუმენტაციის ასახვა (ფოტოსურათი და ა.შ.);
  • თვეში ერთხელ მონიტორინგის შედეგების წარდგენა უშუალო უფროსის წინაშე, ანგარიშგების წარმოება;
  • ყოველთვიურად დაქვემდებარებული თითოეული პრობლემური ოფიცრის პორტფელში არსებული კლიენტების 2%-თან სატელეფონოდ კონტაქტის განხორციელება და მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხის დაზუსტების შემდეგ პრობლემური ოფიცრის მიერ შემოტანილ თანხასთან შედარების უზრუნველყოფა;
  • PD კომიტეტის ჩატარება და შედეგების მიწერა განყოფილების უფროსთან, ასევე რეგიონალურ მენეჯერთან თვეში ერთხელ;
  • საქმიანობის კოორდინირება განყოფილების უფროსსა და რეგიონალურ მენეჯერთან შეთანხმებით, საჭიროების შემთხვევაში, პრობლემური აქტივების მართვის უმცროს იურისტთან ან რეგიონის იურისტთან თანამშრომლობა
  • პრობლემური აქტივების მართვის უმცროსი იურისტის საქმიანობის ზედამხედველობა/მენეჯმენტი;
  • დაქვემდებარებული გუნდის მოტივაციის გაუმჯობესებისათვის აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული, ზედმახედველის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური განათლება);
  • პრობლემური სესხების ექსპერტად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები (საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე);
  • ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი; w
  • სტრესულ სიტუციებში მუშაობის უნარი;
  • მოქნილი სამუშაო საათების მიმართ;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!

განცხადების მიღების ვადა: 4 თებერვალი, 2026 წელი.
#გახდიკრედოელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/sNQxTdLb
საბანკო
უნივერსალური საბანკო მომსახურება,
ვადაგადაცილებული სესხების მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები