29 იან - 12 თებ
სესხის ოფიცრის სტაჟიორი
ბათუმი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო სესხის წარმოშობა და მართვა
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • ენები: ქართული
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სესხის ოფიცრის სტაჟიორი ბათუმში
კრედო ბანკი 27 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 95 ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს”
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი გუნდურობით და ერთმანეთის მხარდაჭერით მიიღწევა
#ჩვენიძალაგუნდურობაშია

რას მოიცავს სტაჟირების პროგრამა:
  • პროცესის ხანგრძლივობა: 8-12 კვირა.
  • თეორიული ტრენინგი-1 თვე (კრედო უზრუნველყოფს კამპსუში განთავსების და კვების ხარჯებს)
  • პრაქტიკული სწავლება ფილიალში - მინიმუმ 1 თვე.

პრაქტიკული სწავლება მოიცავს სესხის ოფიცრის ფუნქციების სრულ ციკლს:
  • ახალი მომხმარებლების მოზიდვა, პორტფელის ზრდასა და გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
  • სესხის სრული ციკლის მართვა: კონსულტაციის გაწევა, მომხმარებელთან ადგილზე ვიზიტი, ფინანსური ანალიზი, შეფასება, საკრედიტო კომიტეტზე წარდგენა, გაცემა;
  • სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი და ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
  • არასაკრედიტო პროდუქტების ჯვარედინი გაყიდვები;
  • სავალდებულო გამოცდები.
  • პროგრამა ანაზღაურებადია.
  • პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა შესაძლებლობა მუშაოაბ განაგრძოს სესხის ოფიცრის პოზიციაზე.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel);
  • ქართულ ენაზე ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის
  • გადაწყვეტილებების მიღების და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დინამიურ სამუშაო გარემოში სწრაფად ადაპტაციის უნარი;

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
#გახდიკრედოელი


ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/EHDeNGFd
საბანკო
სესხის წარმოშობა და მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები