შემდეგი
29 იან - 27 თებ
ფლებოტომისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: anaskhvitaridze50@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
ფლებოტომია - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული
საერთაშორისო კლინიკა „სილკ მედიკალ“ აცხადებს ვაკანსიას ფლებოტომისტის პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ლაბორატორიული კვლევებისთვის საანალიზო მასალის უსაფრთხოდ აღება როგორც ბინაზე გამოძახებით, ასევე კლინიკაში, კერძოდ:
- ფლებოტომია, ვენური სისხლის აღება;
- კაპილარული სისხლის აღება.
- აღებული მასალის დამუშავება, ტრანსპორტირება, პრე და პოსტ ანალიტიკის პროცესების მეთვალყურეობა;
- საჭიროებისამებრ, სხვა ბიოლოგიური მასალის აღება და დამუშავება;
- სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
- სამედიცინო საქმიანობის განხორციელება კლინიკაში დანერგილი პროტოკოლების და სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შესაბამისად;
- კლინიკაში არსებული ხარისხის და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა, კომპეტენციის ფარგლებში;
- ლაბორატორიული ინვენტარის, პირადი დაცვის აღჭურვილობის და მოწყობილობების მოვლა/ექსპლოატაცია;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
- სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური მეთოდების ცოდნა (ტრენინგი BLS-ში);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა მედდის დიპლომი ან სამკურნალო საქმის სპეციალობის დიპლომი;
- პრიორიტეტულია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პოგრამების ცოდნა;
დამატებითი ინფორმაცია
- რუსული და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტში.
ანაზღაურება : შეთანხმებით (დამოკიდებულია კადრის კვალიფიკაციაზე)
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: ელ. ფოსტა: anaskhvitaridze50@gmail.com
საკონტაქტო +995599711731 ანა სხვიტარიძე MD.PHD. კლინიკა „სილკ მედიკალ“ ის მთავარი ექიმი
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ რომელი იმ პოზიციის დასახელება რომელითაც დაინტერესდებით, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
სამედიცინო
ფლებოტომია
ნახვები
უნიკალური ნახვები