29 იან - 27 თებ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
კულინარია, ევროპული სამზარეულო - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
რესტორანი/კაფე/ბარი - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):სასტუმრო / რესტორანი / კვება
კულინარია, ევროპული სამზარეულო - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):დასვენება და მოგზაურობა
რესტორანი/კაფე/ბარი - ენები: ქართული
სასტუმრო ,,Rooms Tbilisi’’ აცხადებს ვაკანსიას დემი შეფის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭოველიძის 5.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭოველიძის 5.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- შეფ მზარეულის დავალებების შესრულება;
- შეკვეთის შესრულება, რეცეპტების შესაბამისად;
- ახალი რეცეპტების შექმნაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
- კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება;
- ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
- სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა, სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად;
- სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი;
- მარაგების შეკვეთის აღწერა და განხორციელება;
საჭირო უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
- პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
- დაზღვევას;
- კვებას;
- ტრანსპორტირებას საღამოს საათებში;
- კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
- მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ბმულზე: https://wrk.ge/Z3aMyUSTNJ
კომპანია (შპს „აჭარა ჯგუფი“; ს/კ:404676169) დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც კომპანიის მიერ, შესაძლოა, დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. კომპანიის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განაცხადის განხილვა და შრომითი ურთიერთობის დამყარება.
კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში თქვენ შესახებ ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით სხვა რელევანტურ პოზიციაზე განხილვის მიზნით, თუ არ გსურთ თქვენ შესახებ ინფორმაციის კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში განთავსება, გთხოვთ მოგვმართოთ: recruitment@adjaragroup.com
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. თქვენი უფლებებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას.
ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით დაადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.
Powered By
სასტუმრო / რესტორანი / კვება
კულინარია,
ევროპული სამზარეულო
ნახვები
უნიკალური ნახვები
