29 იან - 27 თებ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
იმპორტ/ექსპორტის მენეჯმენტი შესყიდვები შესყიდვების მენეჯმენტი, შესყიდვების ანალიტიკა - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა, საბითუმო - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
კომპანია “აკვალაინი” აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვებისა და იმპორტის სპეციალისტის პოზიციაზე
სამუშაო განაკვეთი: სრული
ფუნქცია მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები და პირობები:
ფუნქცია მოვალეობები:
- პროდუქციის ოფიციალურ მომწოდებლებთან მუდმივი კომუნიკაცია, შეკვეთების გაფორმება, ფასებისა და მიწოდების პირობების შეთანხმება, ინვოისებისა და შეფუთვის დეტალების მონიტორინგი;
- თითოეული შეკვეთის სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა და მონიტორინგი;
- შესაბამისი სატრანსპორტო კომპანიების შერჩევა, მოლაპარაკებების წარმოება და ოპტიმალური ფასებისა და პირობების უზრუნველყოფა (ადგილობრივი და საერთაშორისო გადაზიდვები: სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო);
- შესყიდვებთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი წესების შესაბამისად;
- შეკვეთებისა და გადაზიდვების ვადების მუდმივი მონიტორინგი;
- საბაჟო პროცედურებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება და საჭიროების შემთხვევაში საბაჟო პროცესებში ჩართვა;
- არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობის შენარჩუნება და პოტენციური მომწოდებლების იდენტიფიცირება/შეფასება კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით;
- საჭიროებისამებრ ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ ანგარიშის მომზადება და გაზიარება უშუალო ხელმძღვანელთან ან შესაბამის დეპარტამენტთან;
- ხელმძღვანელთან თანამშრომლობა ხარჯთაღრიცხვების შედგენის პროცესში;
- უშუალო ხელმძღვანელისთვის პერიოდული რეპორტინგის უზრუნველყოფა;
- უშუალო ხელმძღვანელის მითითებებისა და დამატებითი დავალებების შესრულება პოზიციის პასუხისმგებლობების ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის, ეკონომიკის ან მსგავსი მიმართულებით);
- კომპიუტერული და საოფისე პროგრამების სამუშაო პროფესიონალურ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ენის C1 დონე (სასაუბრო და წერითი უნარები);
- რუსული ენის B1/B2 დონე (სასაუბრო და წერითი უნარები);
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- სწავლისა და პროფესიული განვითარების მოტივაცია;
- ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და გუნდში მუშაობის უნარი;
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები და პირობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კორპორატიული ნომერი და სასაუბრო ლიმიტი;
- თანამშრომლის წილის საპენსიო გადასახადის 2%-ის გადახდა;
- კვარტალში 1 დამატებითი დასვენების დღით (DayOff) სარგებლობის შესაძლებლობა;
- საერთაშორისო შესყიდვებისა და იმპორტის სრული პროცესების შესწავლა;
- ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი;
- სამუშაო განაკვეთი/გრაფიკი: სრული/სტანდარტული 10:00 - 19:00, კვირაში 5 სამუშაო დღე, არაუმეტეს 40 საათისა;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე და გამოგვიგზავნოთ რეზიუმე: https://aqualine.selfrecruit.ge/s/F9hpY
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
იმპორტ/ექსპორტის მენეჯმენტი
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი,
შესყიდვების ანალიტიკა
ნახვები
უნიკალური ნახვები
