28 იან - 11 თებ
ქოლ-ცენტრის უნივერსალური ოპერატორი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ქოლ-ცენტრი
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ქოლ-ცენტრი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • ენები: ინგლისური,რუსული
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ქოლ ცენტრის უნივერსალური ოპერატორი,

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
პოზიცია: ქოლ-ცენტრის უნივერსალური ოპერატორი
სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 92 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა, საბანკო პროდუქტების პირობების შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება, კონსულტირება.

კრედოს მისიის განხორციელება ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.

საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია

პოზციის მიზანია:
მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა, საბანკო პროდუქტების პირობების შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება, კონსულტირება

ჩვენ გთავაზობთ:
  • პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

ძირითადი პასუხისმგებლობები:
  • შემომავალი/გამავალი ზარების მიღება/დამუშავება და მომხმარებელთა მომსახურება სტანდარტების დაცვით;
  • მომხმარებლებისათვის სრულყოფილად ინფორმაციის მიწოდება და კონსულტირება ბანკის სერვისებისა და პროცედურების შესახებ;
  • მომხმარებელთა მომსახურება კრედო ბანკის საკომუნიკაციო არხების მეშვეობით მომსახურების სტანდარტების დაცვით;
  • რგოლის მიერ მიღებული მარკეტინგული კვლევითი დავალების ხარისხიანად შესრულება ;
  • მომხმარებლების სრულფასოვანი ინფორმირება მათი არსებული პროდუქტების შესახებ;
  • მომხმარებლების უკმაყოფილო მიზეზით მომართვის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება, მომხმარებელთა საჩივრების მართვის პოლიტიკის შესაბამისად მოქმედება და/ან დახმარების გაწევა, კომპეტენციის ფარგლებში;
  • პროცედურის დარღვევების/ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება, დროული რეაგირება და შესაბამისი დეპარტამენტების/პირების ინფორმირება;
  • აქტიური ოპერაციების შესრულება;
  • პოტენციური მომხმარებელთათვის საბანკო პროდუქტების გაცნობა, გაყიდვისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზნით;
  • გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება;
  • მომხმარებლების დაინტერესება კრედო ბანკის პროდუქტებითა და მომსახურებით, მათთვის განაცხადის რეგისტრირება;
  • ყოველთვიური გეგმის შესრულება;

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:
  • აუცილებელია ქოლ-ცენტრში, ან საბანკო სისტემაში კლიენტთა მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება;
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
  • კომუნიკაციისა და მეტყველების უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობისა და კორექტულობის მაღალი დონaე;
  • გუნდურობა;
  • მიზანზე და შედეგზე ორიენტირებულობა;

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 11 თებერვალი , 2026 წელი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ქოლ-ცენტრი
ნახვები
უნიკალური ნახვები