30 იან - 26 თებ
სტარტი
კერვა-კონსტრუირების პედაგოგი
თბილისი, ვაკე, ი.ჭავჭავაძის გამზ.
თბილისი, საბურთალო, ო.ლორთქიფანიძის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 598 95 82 12

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება ხატვა
  • ინდუსტრია / სფერო: ხელოვნება ხელოვნება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • ენები: ქართული
ART SPACE ACADEMY აცხადებს ვაკანსიას კერვა-კონსტრუირების პედაგოგის პოზიციაზე.
არტ სფეის აკადემია — ეს არის თანამედროვე ხელოვნებისა და მოდის განათლების სივრცე,
რომელიც უკვე 4 წელია წარმატებით საქმიანობს ბაზარზე. აკადემია წარმოდგენილია 6 ლოკაციაზე, თბილისის მასშტაბით და დასაქმებული ჰყავს 8 პედაგოგი.
აკადემიის გუნდმა შეიმუშავა დაპატენტებული, სასწავლო მეთოდიკა, რომელიც მოსწავლეებს
აძლევს საშუალებას მოდის ესკიზებისა და კერვა-კონსტრუირების საფუძვლები მარტივად,
სწრაფად და გასაგებად აითვისონ აკადემიის მიერ შემუშავებული ფორმულებით.

სამუშაო ადგილი:
  • ვაკე — ჭავჭავაძის 39
  • საბურთალო — ოთარ ლორთქიფანიძის 26

სამუშაო გრაფიკი:
  • კვირაში 4 სამუშაო დღე
  • გაკვეთილის ხანგრძლივობა: 2 საათი
  • დღეში 2 ჯგუფი

ანაზღაურება:
  • მოჭრილი ანაზღაურება
  • დამატებითი ბონუსები მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კერვისა და ტანსაცმლის კონსტრუირების თეორიული და პრაქტიკული სწავლების უზრუნველყოფა
  • სამოსის აგება და მოდელირება
  • სამკერვალო ტექნიკების, მასალებისა და ინსტრუმენტების სწორად გამოყენების სწავლება
  • სასწავლო პროგრამისა და გაკვეთილების გეგმის შემუშავება
  • მოსწავლეთა ცოდნისა და პრაქტიკული უნარების შეფასება
  • უსაფრთხოების წესების დაცვა სასწავლო პროცესში
  • მოსწავლეთა შემოქმედებითი და პროფესიული უნარების განვითარებაში ხელშეწყობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია სახელმწიფო დიპლომი შესაბამის სფეროში
  • კომუნიკაბელური, პასუხისმგებლიანი და აქტიური პიროვნება
  • მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობა და ჩართულობა სამუშაო პროცესში

სამუშაო გარემო:
სასწავლებელში იმუშავებთ როგორც მთავარი პედაგოგი. კომპანია უზრუნველყოფს თბილ, მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: +995 598 95 82 12

Email: art.space.academy.2020@gmail.com
Facebook: https://www.facebook.com/Artspacetato
Instagram: https://www.instagram.com/artspaceacadmy/
მეცნიერება / განათლება
ხატვა
ნახვები
უნიკალური ნახვები