28 იან - 26 თებ
ელექტრიკოსი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: შეკეთება / მონტაჟი ელექტრო მონტაჟი და შეკეთება ენერგეტიკა ელექტრო მონტაჟი
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    შეკეთება / მონტაჟი ელექტრო მონტაჟი და შეკეთება
    ენერგეტიკა ელექტრო მონტაჟი
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • ენები: ქართული
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას დამწყები ელექტრიკოსის პოზიციაზე, თბილისის ფილიალებში.

მე, დავით ასანიძე, სამეურნეო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ასისტენტი, ვმუშაობ გორგიაში 2019 წლიდან, ვაცხადებ ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე. შერჩეულ კანდიდატს გამოსაცდელ პერიოდში შევასწავლი ელექტრო სამუშაოებს და დავეხმარები ელექტრობის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.
"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.

კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • თანამშრომლის ფასდაკლებას:
  • კვებას;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მცირე ელექტრო გაყვანილობების უზრუნველყოფა;
  • არსებული ელექტროობისა და სამონტაჟო სამუშაოების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სრული ზოგადი, საშუალო ტექნიკური განათლება;
  • ელექტროობის მიმართულებით საფუძვლების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პუნქტუალური;
  • შრომისმოყვარე;
  • კომუნიკაბელური;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
გისურვებთ წარმატებებს!
შეკეთება / მონტაჟი
ელექტრო მონტაჟი და შეკეთება
ენერგეტიკა
ელექტრო მონტაჟი
ნახვები
უნიკალური ნახვები