28 იან - 16 თებ
რეპორტინგის უმცროსი სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო უნივერსალური საბანკო მომსახურება
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
ლიბერთი ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: რეპორტინგის უმცროსი სპეციალისტი - თბილისი

ვაცხადებთ ვაკანსიას რეპორტინგის უმცროსი სპეციალისტი პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა - სათავო ოფისი, საკრედიტო რისკების მართვის დეპარტამენტი

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ბანკის საკრედიტო საქმიანობასთან დაკავშირებული რეგულარული ანგარიშგების ფორმების მომზადება;
  • მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციის დამუშავება სხვადასხვა დანიშნულებით, შედეგებს ანალიზი და გაზიარება მოთხოვნის შესაბამისად;
  • საკრედიტო პორტფელის მდგომარეობის და ტენდენციების ანალიზი სხვადასხვა ჭრილში;
  • საკრედიტო პორტფელის ანალიზი არსებულ საკრედიტო პოლიტიკასთან და საზედამხედველო მოთხოვნებთან შესაბამისობის კუთხით;
  • ანგარიშგების ოპტიმიზაციისა და ავტომატიზაციის პროცესებში მონაწილეობა;
  • საკრედიტო ანგარიშგებასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • განათლება: ტექნიკური, ფინანსების ან ბიზნეს-ადმინისტრირების სფეროში;
  • სამუშაო გამოცდილება: ფინანსურ სექტორში, ანგარიშგების მიმართულებით.
  • Microsoft Excel და სხვა საოფისე პროგრამების ცოდნა.
  • SQL საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • Python საბაზისო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
  • ინგლისური ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად).

უნარები:
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის უნარი.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2026 წლის 11 თებერვლის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია , რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

საბანკო
უნივერსალური საბანკო მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები