27 იან - 25 თებ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამშენებლო
არქიტექტურული დიზაინი, არქიტექტურა - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 4000 - 5000
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სამშენებლო
არქიტექტურული დიზაინი, არქიტექტურა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- ენები: ქართული
შპს ,,AWARD’’ აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
კომპანია „AWARD” ახორციელებს მასშტაბურ ურბანულ, სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას, კერძოდ სკვერებისა და პარკების მოწყობას, საზოგადოებრივი სივრცეების განახლებას, განათებების მონტაჟს, სპორტული და სარეკრეაციო ზონების რეაბილიტაციას, ასევე გზების, ხიდების, გვირაბების, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რესტავრაციას.
შპს „AWARD“ აცხადებს არქიტექტორის ვაკანსიას, რომელიც ჩაერთვება საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და ტექნიკური შენობებისა და ნაგებობების არქიტექტურულ პროექტირებაში. პოზიცია განკუთვნილია მაღალი კვალიფიკაციის მქონე არქიტექტორისთვის, რომელსაც შეუძლია არქიტექტურული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება და პროექტების სრულ ციკლზე პასუხისმგებლობის აღება.
პოზიციის დასახელება: არქიტექტორი
ორგანიზაცია:შპს ,,AWARD’’
მუდმივი სამუშაო ადგილი:თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (10:00 – 19:00)
ხელფასი: 4000–5000 ლარი (ხელზე ასაღები)
ფუნქციები და მოვალეობები:
- საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და ტექნიკური შენობების არქიტექტურული პროექტირება
- საზოგადოებრივი და რეკრეაციული სივრცეების არქიტექტურული გადაწყვეტების შემუშავება
- არქიტექტურული კონცეფციების შექმნა და განვითარება
- სამუშაო ნახაზებისა და არქიტექტურული დოკუმენტაციის მომზადება და კონტროლი
- არქიტექტურული გადაწყვეტილებების კოორდინაცია კონსტრუქციულ და საინჟინრო გუნდებთან
- პროექტების ავტორიზებული ზედამხედველობა და არქიტექტურული ხარისხის კონტროლი
სავალდებულო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით
- მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება
- საზოგადოებრივი შენობებისა და ნაგებობების არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის დადასტურებული გამოცდილება
- არქიტექტურული პროექტების დამოუკიდებლად შესრულებისა და მართვის უნარი
- AutoCAD-ისა და Archicad-ის სრულყოფილი ცოდნა
- BIM სამუშაო გარემოს პრაქტიკული ცოდნა და სხვა პროფესიული არქიტექტურული პროგრამების გამოყენების გამოცდილება
- მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და რეგულაციების ღრმა ცოდნა
- ძლიერი სივრცითი აზროვნება, დეტალებზე ორიენტაცია და მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობა
სასურველია:
- Revit-ის ან სხვა BIM პროგრამების ცოდნა
- ურბანული და რეკრეაციული სივრცეების პროექტირების გამოცდილება
- გუნდთან კოორდინაციისა და პროცესების მართვის უნარი
ვთავაზობთ:
- სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას
- მრავალფეროვან და მასშტაბურ პროექტებში მონაწილეობას
- პროფესიულ ზრდასა და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სამუშაო გარემოს
თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@award.ge
შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 27/02/2026.
გისურვებთ წარმატებას!
სამშენებლო
არქიტექტურული დიზაინი,
არქიტექტურა
ნახვები
უნიკალური ნახვები
