27 იან - 17 თებ
მარკეტინგული კვლევების ოპერატორი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) მარკეტინგული კომუნიკაციები, მარკეტინგული სტრატეგიის კონსულტაცია
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) მარკეტინგული კომუნიკაციები, მარკეტინგული სტრატეგიის კონსულტაცია
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • ენები: ქართული,რუსული
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მარკეტინგული კვლევების ოპერატორი

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
პოზიცია: მარკეტინგული კვლევების ოპერატორი
სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, ასამდე ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედოს მისიის განხორციელება ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.

საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

პოზიციის მიზანი:
კვლევის ფარგლებში შერჩეულ რესპონდენტებთან ზარის განხორციელება, კვლევის რესპონდენტების ინტერვიუირება კითხვარის შესაბამისად და შედეგების ასახვა ბაზაში; საჭიროების შემთხვევაში საპილოტე ინტერვიუების ჩატარება.

ზოგადი პასუხისმგებლობები:
  • კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
  • საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
  • ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
  • ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
  • სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;

სპეციფიური პასუხისმგებლობები:
  • მომხმარებლებთან გამავალი ზარების განხორციელება და სატელეფონო ინტერვიუების ჩატარება სხვადასხვა კვლევის ფარგლებში, მოთხოვნის შესაბამისად დადგენილ ვადებში;
  • საპილოტე სატელეფონო ინტერვიუების განხორციელება და რეკომენდაციების ჩამოყალიბება კითხვართან მიმართებაში;
  • მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ზუსტი აღრიცხვა შესაბამის ბაზაში;
  • მომხმარებლის მიერ მოწოდებული ტექსტუალური ინფორმაციის პირველადი დამუშავება, კოდირება და გადატანა ბაზაში;

ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
  • წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • რუსული ენის ცოდნა (სასაუბრო დონეზე) - სასურველია;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ანალიზის უნარი;
  • სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობისა და კორექტულობის მაღალი დონე;

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 16 თებერვალი, 2026 წელი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.

მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგული კომუნიკაციები,
მარკეტინგული სტრატეგიის კონსულტაცია
ნახვები
უნიკალური ნახვები