შემდეგი
26 იან - 24 თებ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო საქმე - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):საბანკო
მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო საქმე - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მცირე და საშუალო ბიზნეს სესხის ოფიცერი გორში
კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
ჩვენ გთავაზობთ:
- პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
- პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
- კორპორატიულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ,კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.
კრედო რჩეული - ეს არის კრედო ბანკის პრივილეგირებული, მრავალკომპონენტიანი სერვისი, რომელიც მორგებულია მომხმარებლის მიზნებზე, სურვილებსა და საჭიროებებზე; გაიგეთ მეტი რჩეულის შესახებ: https://credobank.ge/favorite/
მცირე და საშუალო ბიზნეს სესხის ოფიცერი პასუხისგებელია სესხის გაცემის სრულ ციკლზე
სამუშაოს აღწერა:
- მცირე და საშუალო ბიზნეს სეგმენტში პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა;
- კლიენტის ბიზნესის ანალიზი და შეფასება;
- სესხის გაცემის უზრუნველყოფა;
- საკრედიტო პორტფელის მართვა;
- სესხის გადახდისა და ვადაგადაცილებული სესხების მონიტორინგი.
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება საკრედიტო მიმართულებით;
- ძლიერი გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
- ფინანსური უწყისების შედგენის გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სასურველია Excel მაღალ დონეზე);
- გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
#გახდიკრედოელი
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 16 ითებერვალი, 2026 წელი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
საბანკო
მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო საქმე
ნახვები
უნიკალური ნახვები