26 იან - 15 თებ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ბიზნეს განვითარების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ბიზნეს განვითარების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
არქიში ვეძებთ ბიზნესის განვითარებისა და ციფრული ტრანსფორმაციის სამსახურის უფროსს და მისი ფუნქციები იქნება:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 15 თებერვლის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
არქიში ვეძებთ ბიზნესის განვითარებისა და ციფრული ტრანსფორმაციის სამსახურის უფროსს და მისი ფუნქციები იქნება:
- ბიზნესის განვითარების გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიის განსაზღვრა, შემუშავება და განხორციელება;
- ციფრული პროდუქტების და ტექნოლოგიების კუთხით არსებული ტენდენციების, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მიდგომების შესწავლა და მათი დანერგვის შესაძლებლობის შეფასება;
- სამომხმარებლო ქცევის და მომხმარებლების უკუკავშირის ანალიზი კომპანიაში არსებული სხვადასხვა წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე;
- მომხმარებლის მიზნებისა და საჭიროებების განსაზღვრა და ბიზნეს მოთხოვნებად გარდაქმნა;
- ბაზრის ცვლილებებისა და ტენდენციების სისტემატური ანალიზი, ახალი შესაძლებლობის იდენტიფიცირების მიზნით;
- ახალი ციფრული პროექტების კონცეფციის შემუშავება, დეტალური აღწერის მომზადება და პრეზენტაცია
- პროექტისთვის საჭირო რესურსების განსაზღვრა და კომერციული მომგებიანობის ანალიზის მომზადება;
- პროექტის განვითარების ხედვის, მიზნებისა და ამოცანების დაინტერესებულ მხარეებთან შეთანხმება;
- დამტკიცებული პროდუქტის შექმნისა და დანერგვის პროცესის კოორდინაცია;
- ახალი ციფრული პროდუქტის გაიდლაინების შექმნა და თანამშრომლებისთვის შესაბამისი ტრენინგების უზრუნველყოფა;
- ციფრული პროდუქტების ტესტირებისა და მომხმარებლებში მოთხოვნების იდენტიფიცირების მიზნით შესაბამისი კვლევების ინიცირება, დაგეგმვა და განხორციელება;
- ციფრული პროდუქტების მოხმარების ამსახველი რეპორტების შემუშავება;
- შედეგების მუდმივი მონიტორინგი, ბიზნეს მოდელთან პროდუქტის განვითარების შესაბამისობის დადგენის მიზნით;
- ციფრული პროექტების განვითარებაში ჩართული სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების კოორდინაცია;
- სფეროს განვითარების იდეების გენერირება, ქართულ და არაქართულ ბაზარზე არსებული ტექნოლოგიური და ციფრული ინოვაციების შესახებ პრეზენტაციების მოამზადება და მენეჯმენტთან წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/მარკეტინგის/ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
- ბიზნესის განვითარების, პროდუქტის განვითარებისა და პროექტების მართვის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია Agile მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილება;
- სამუშაო გამოცდილება IT პროექტების, ქსელური და მობილური აპლიკაციების განვითარების კუთხით ჩაითვლება უპირატესობად.
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 15 თებერვლის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ბიზნეს განვითარების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
