23 იან - 21 თებ
კონსულტანტი
თბილისი, ჩუღურეთი, ნინოშვილის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 599305580

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები საცალო გაყიდვები
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები ტანსაცმელი, აქსესუარები და მოდა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: ნაწილობრივი განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: საველე
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1100
    (+ ბონუსი)

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება
  • სტუდენტებისთვის: კი
  • ენები: ქართული,ინგლისური

"ვილბურ ჰოლდინგი" მოიცავს საცალო გაყიდვებს (მათ შორის IZIPIZI, Giggles, Ø Store), სტუმარმასპინძლობას (Brod, Brod Bakery, Bellhop), უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, წარმოებასა და ტექნოლოგიურ სტარტაპებს. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიაში მრავალფეროვანი და დინამიური სამუშაო გარემოა, რაც ჩვენი გუნდის წევრებს სწრაფი განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

ჰოლდინგის გუნდი ახალ სივრცეს - Ø Store-ს ქმნის, რომელშიც მომხმარებლებს შეეძლებათ როგორც პროდუქციის შერჩევა, ასევე F&B მომსახურების მიღება; მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება ცნობილი კონცეპტუალური სივრცეების წამყვანი ევროპული ბრენდები (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, დეკორი და სხვა).


Ø Store აცხადებს კონსულტანტის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ეგნატე ნინოშვილის #64

სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე

სახელფასო განაკვეთი: თვიური 1100 ლარი


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • თავაზიანი და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება მომხმარებლებთან, დახმარება სასურველი პროდუქტის შერჩევაში
  • პროდუქციის მახასიათებლების ახსნა დაინტერესებულებისთვის
  • გაყიდვების გეგმის შესრულება
  • გადახდების პროცესის მართვა, დოკუმენტაციის მოწესრიგება
  • პროდუქციისა და სამუშაო სივრცის სისუფთავის/წესრიგის შენარჩუნება
  • F&B სივრცის (არაალკოჰოლური სასმელების ბარის) პროდუქციის მომზადება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
  • სამუშაო ზედაპირებისა და აღჭურვილობის სისუფთავის უზრუნველყოფა HACCP-სტანდარტების შესაბამისად
  • ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა


საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები
  • ორგანიზებულობა, დისციპლინურობა


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: rdevidze@wilbour.com (და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება) ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე - +995 599305580.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ვილბურ ჰოლდინგმა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს


გაყიდვები
საცალო გაყიდვები
ნახვები
უნიკალური ნახვები