22 იან - 16 თებ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრაციული ასისტირება - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრაციული ასისტირება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
ჩვენ ვართ „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
„არქი“-ში ვეძებთ დამფუძნებლის თანაშემწეს და გთავაზობთ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.
ფუნქცია-მოვალეობები:
- დამფუძნებლის დავალებით, შეხვედრების, ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
- სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა მიმდინარე სტრატეგიულ ამოცანებთან და პროცესებთან დაკავშირებით;
- შეხვედრებზე განხილული საკითხების ამსახველი ოქმების წარმოება და შესაბამისი რეპორტინგი;
- ქართულ და ინგლისურ ენაზე დოკუმენტების მომზადება;
- მიღებული კორესპონდენციის განხილვა და პასუხის მოსამზადებლად სრულყოფილი ინფორმაციის უზრუნველყოფა;
- დამფუძნებლისათვის მივლინებების ორგანიზება;
- სხვადასხვა სახის მონაცემთა ბაზების წარმოება და პერიოდული განახლება;
- პრეზენტაციების მომზადება როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის მართვის მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- აუცილებელია Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
შერჩევის ეტაპები მოიცავს IQ-ს ტესტირებასა და თარგმანს ქართულიდან ინგლისურად და ინგლისურიდან ქართულად.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 16 თებერვლის ჩათვლით:
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრაციული ასისტირება
ნახვები
უნიკალური ნახვები
