შემდეგი
20 იან - 18 თებ
სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის სპეციალისტი
თბილისი, ლილო
თბილისი, ნავთლუღი
თბილისი, თემქა
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@jibe.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
მარაგების მართვა/Inventory - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა, საბითუმო - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1500
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული
კომპანია "ჯიბე Cash & Carry", აცხადებს ვაკანსიას სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში რამდენიმე ფილიალში ( ნავთლუღი, ლილო , თემქა, ნუცუბიძე ,დიდი დიღომი )
"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, შაბათი- 10:00-16:00
ანაზღაურება: 1500 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტების კონტროლი მაღაზიაში, ყველა მიმართულებით, ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად;
- პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობების კონტროლი;
- პროდუქციის ვადიანობისა და გარეგნული იერსახის დაცვის კონტროლი;
- სარეალიზაციო პროდუქციაზე ფასდებულის კონტროლი;
- სავაჭრო დარბაზის, თაროების, პროდუქციის, სამუშაო ინვენტარის სისუფთავის კონტროლი;
- მაღაზიაში არსებული სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა უწყვეტ რეჟიმში, ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად;
- ინვენტარიზაციის პროცესში აღმოჩენილი უზუსტობების მომენტალური გადამოწმება შესაბამისი ტექნოლოგიური საშუალებებით (კამერის ჩანაწერი, პროგრამული უზრუნველყოფა)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამოცდილება სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის მიმართულებით
- პირველადი მოხმარების და სასურსათო პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა
- სასაქონლო მარაგების მართვის პროგრამის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება აპექსის მცოდნეს).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@jibe.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, შემდეგი ფორმით: სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის სპეციალისტი და მიუთითეთ სასურველი ფილიალი.
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
მარაგების მართვა/Inventory
ნახვები
უნიკალური ნახვები